უიღბლო ჯო ჰარტი - ინგლისელი მეკარის წარუმატებელი დებიუტი იტალიაში

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-3 ტურში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა - "ტორინოს" რიგებში დებიუტი ჰქონდა ინგლისის ნაკრების კარის დარაჯ ჯო ჰარტს. საგულისხმოა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 76 წლის განმავლობაში, როდესაც იტალიური გუნდის კარი ინგლისელმა მეკარემ დაიცვა.

ჰარტის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან "ტორინო" დამარცხდა და თანაც, ერთი გოლი ინგლისელი მეკარის უხეშ შეცდომას მოჰყვა - ჰარტმა გამოსვლაზე ვერ ივარგა, ბურთს თითებით შესწვდა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელს დაასვა ფეხზე, რომელსაც დაუცველი კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. მატჩის შემდეგ თავად ჰარტს კომენტარი არ
გაუკეთებია, თუმცა მისი თამაში "ტორინოს" მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა შეაფასა:

"როგორც შედეგით, ისე თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ვერც შეტევაში ვივარგეთ და დაცვაშიც ბევრი შეცდომა გვქონდა. გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში და ეს მომდევნო შეხვედრაში უნდა დავამტკიცოთ. ჰარტმა რამდენჯერმე კარგად ითამაშა, მაგრამ შეცდომაც დაუშვა და ვფიქრობ, ისევე, როგორც მთლიანად გუნდს, მასაც უკეთ შეუძლია თამაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედის ირონიააა. ამის შემცვლელად ზარზეიმით მოსული ბრავოც ანალოგიურად შეცდა. და ანალოგიური გოლი მოყვა იმის შეცდომასაც.
ჰაჰ
18:06 13-09-2016
0

სიახლეები პოპულარული