"ვფიქრობ, რომ "იუვენტუსის" მესვეურებმა სწორად წარმართეს სატრანსფერო პოლიტიკა. მართალია, პოლ პოგბა გაყიდეს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, ვინ დაემატა გუნდს, ეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო. ბოლო წლებში, "იუვეს" აკლდა სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს.
დარწმუნებული ვარ, გონსალო იგუაინს ბრწყინვალე სეზონი ექნება და მასთან ერთად, ტურინული გრანდი დიდ წარმატებას მიაღწევს. ვფიქრობ, "იუვეს" ყველა
პირლოს "მილანში" მიმდინარე ცვლილებებზეც ჰკითხეს და აქვე მისი პასუხი: "ლომბარდიულ გრანდში კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ძალიან მინდა, რომ გუნდმა კრიზისი დაძლიოს. ბერლუსკონი დიდი პრეზიდენტი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში, "მილანი" ღრმა კრიზისში ჩაეშვა.
იმედია, ვითარება მალევე შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს ეხება "ინტერსაც", რომელიც ასევე ვერ აჩვენებს ისეთ ფეხბურთს, რომელიც ამ გუნდს ეკადრება. მილანური გრანდების კრიზისის ფონზე, იტალიის ჩემპიონატი საფრანგეთის პირველობას დაემსგავსა - თუ იქ "სენ-ჟერმენია" უკონკურენტოდ, აქ "იუვენტუსი" დომინირებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"