ჩემპიონატის ლიდერი ტურინის "იუვენტუსი" "პალერმოს" ესტუმრა და 49-ე წუთზე ედოარდო გოლდანიგას ავტოგოლით იმარჯვა - 1:0.
"ნაპოლიმ" "კიევოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თავი 24-ე და 39-ე წუთებზე მანოლო გაბიადინმა და მარეკ ჰამშიკმა გამოიჩინეს.
ამგვარად, ტურინელებს 15 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. "ნაპოლი" 14 ქულით მეორეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება.