თუმცა, სერია A-ს ბოლო ტურში, "ნერაძურიმ" "ბოლონია" მიიღო და მხოლოდ ფრეს გამორჩა. ფრანკ დე ბურის გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ლიდერებს ჩამორჩა. სანამ დე ბურს გადავცემდეთ სიტყვას, აღვნიშნოთ, რომ "ინტერის" შემადგენლობაში გაბრიელ ბარბოსას, იგივე გაბიგოლის დებიუტი შედგა:
"ორი ჰაერივით საჭირო ქულა დავკარგეთ და ბუნებრივია, რომ ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაშის სტარტი ჩავაგდეთ და გოლიც გავუშვით, რამაც ძალიან გაგვირთულა საქმე. მეორე ნახევ
საერთოდ, ჟოფრეის უჭირს მოსმენილის მოედანზე გადატანა და ამ თემაზე მომიწევს მასთან დალაპარაკება. გაბიგოლს დებიუტი ჰქონდა და კარგად წარმოჩინდა, მომავალში კი მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"