გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გრაციანო პელე, რომელმაც ესპანეთთან მატჩში განხორციელებული ცვლილების დროს მწვრთნელს, ჯამპიერო ვენტურას ხელი არ ჩამოართვა, ეროვნულ გუნდს ჩამოაშორეს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

6 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

- მუნდიალი 2018. II ტური. G ჯგუფი: გრანდების ფრე და ლიდერი ალბანეთი [VIDEO]

ფორვარდმა თავისი საქციელის გამო ბოდიში სახალხოდ კი მოიხადა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მუნდიალის შესარჩევის მეს
ამე ტურში, მაკედონიასთან შეხვედრაში ის გუნდში არ იქნება. ეს მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნითააა ნაკრებს ჩამოშორებული პელე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
FEOLA-ს. ასპროცენტიან სიმართლეს ამბობ. ეგ ხტუნაობა და არტისტობა ჩაწყობილი თამაშის გასამართლებლადაა, მაგათ შიდა სამზარეულოში ეშმაკი მუშაობს. ნებისმიერი თამაში ტოტალიზატორს ექვემდებარება
გიორგი
02:01 08-10-2016
0
მეგობარო შენ ახალკაცი ალბათ ბესკოვში გეშლება, ის მუდამ ტრიბუნიდან უყურებდა თამაშს, ახალკაცი კი სათადარიგოების სკამზე იჯდა თუ ძალიან რთული თამაში არ იყო, უეფას ფინალი გაიხსენე, გვერდით ხაზთან რა დღეში იყო.
FEOLA-s
21:31 07-10-2016
0

სიახლეები პოპულარული