გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გრაციანო პელე, რომელმაც ესპანეთთან მატჩში განხორციელებული ცვლილების დროს მწვრთნელს, ჯამპიერო ვენტურას ხელი არ ჩამოართვა, ეროვნულ გუნდს ჩამოაშორეს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

6 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ G ჯგუფის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

- მუნდიალი 2018. II ტური. G ჯგუფი: გრანდების ფრე და ლიდერი ალბანეთი [VIDEO]

ფორვარდმა თავისი საქციელის გამო ბოდიში სახალხოდ კი მოიხადა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ მუნდიალის შესარჩევის მეს
ამე ტურში, მაკედონიასთან შეხვედრაში ის გუნდში არ იქნება. ეს მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნითააა ნაკრებს ჩამოშორებული პელე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
FEOLA-ს. ასპროცენტიან სიმართლეს ამბობ. ეგ ხტუნაობა და არტისტობა ჩაწყობილი თამაშის გასამართლებლადაა, მაგათ შიდა სამზარეულოში ეშმაკი მუშაობს. ნებისმიერი თამაში ტოტალიზატორს ექვემდებარება
გიორგი
08 ოქტომბერი 2016 02:01
0
მეგობარო შენ ახალკაცი ალბათ ბესკოვში გეშლება, ის მუდამ ტრიბუნიდან უყურებდა თამაშს, ახალკაცი კი სათადარიგოების სკამზე იჯდა თუ ძალიან რთული თამაში არ იყო, უეფას ფინალი გაიხსენე, გვერდით ხაზთან რა დღეში იყო.
FEOLA-s
07 ოქტომბერი 2016 21:31
0
მეგობარო ლობანოვსკის და ახალკაცს პროფესიონალები ყავდა მოედანზე რომლებმაც ზედმიწევნიც იცოდნენ რა უნდა ეკეტებინათ ფეხბურთელი რო ბურთს ვერ მიიღებს უყვირებს მწვრთნლი აბა რას იზამს
იმედა
07 ოქტომბერი 2016 20:44
0
ამას მართლა პელე ხომ არ ჰგონია თავი? უდისციპლინო თავხედი
georgian
07 ოქტომბერი 2016 19:19
0
ძაანაც კაი თუ არ ჩამოართვა... სცორადაც მოქცეულა... რა ისცავლეს ამ მცვრთნელებმა ეს ხელის ჩამორთმევა,ხტუნაობა,ფეხზე დგომა და კვირილით მითითებების მიცემა... სინაზე დაბმული ძაღლივით დარბიან მთელი თამაშის მანძილზე... ახალკაცი და ლობანოვსკი საერთოდ არ დგებოდნენ სკამიდან,მარა კველაფერს იგებდნენ კავშირში და ევროპაშიც... ის კი არა და,ნოდარ ახალკაცი ტრიბუნიდან უკურებდა თამაშს დინამოს სტადიონზე,რადგან იქედან უკეთ აკვირდებოდა თამაშს...
FEOLA
07 ოქტომბერი 2016 18:12
0
ამას გვარში რაც აქვს ზედმეტი, ის ჭკუაში დაკლებია. ჩვენ ზოგიერთ ვარსკვლავბიჭუნას არ ჩამოაგავს საქციელით და გაზულუქებული საჯდომით?
nikata
07 ოქტომბერი 2016 17:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული