უცნაურია, როდესაც "მილანის" წარმატება გაოცებას იწვევს, მაგრამ ბოლო წლების ღრმა კრიზისმა სწორედ ასეთი რეალობა მოიტანა.
ვინჩენცო მონტელას გუნდი "კიევოს" ესტუმრა და დამაჯერებლად სძლია მეტოქეს, 3:1. ანგარიში იურაი კუცკამ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან უზადოდ დაარტყა და მეკარეს შანსი დარ დაუტოვა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მბაიე ნიანგმა ერთი
ვერონელებმა საჯარიმო დარტყმით გაქვითეს ერთი ბურთი, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კარლოს ბაკას დარტყმულს რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი მესამეჯერ გაეხვა "კიევოს" კარის ბადეში.
ყოჩაღ ვინჩენცო მონტელას, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსს ოპტიმალურად იყენებს და შედეგიც შესანიშნავი აქვს.
"პირველ ტაიმში, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შეიძლებოდა, რომ მწარედ დავსჯილიყავით, თუმცა გადავრჩით და შემდეგ, აქეთ შევუტიეთ მეტოქეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შესანიშნავ გუნდს მივუგეთ, რომელიც ბევრ გრანდს გაამწარებს. მომდევნო ტურში, "იუვენტუსს" ვხვდებით და არის თუ არა ეს ბრძოლა სკუდეტოსთვის? - არა, სკუდეტოზე ლაპარაკი საღ აზრს მოკლებულია, თუმცა ერთს გეტყვით: პირადად მე, ვიგრძენი ევროტურნირების სუნი, დანარჩენს კი დრო გვუჩვენებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"