ტიაგო სილვამ კარიერა, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ტიაგო სილვას "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებაზე.

32 წლის ბრაზილიელ მცველს პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ისეთი პირი უჩანს, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ფრანგებმა უკვე შესთავაზეს სამხრეთამერიკელს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ ფეხბურთელი ხელმოწერისგან თავს იკავებს. გავრცელებული ხმებით, სილვა სწორედ "იუვენტუსში" გადასვლას ლამობს და ტურინული კლუბის მესვეურებთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს მიღწეული.

ამ მოსაზრებას "იუვეს" სპორტული დირექტორის, ბეპე მაროტას კომენტარი მხოლოდ ამყარებს: "ტიაგო სილვა უდიდესი ფეხბურთელია და მისი თამაშით ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი აღფრთოვანებული, როდესაც ბრაზილიაში თამაშობდა.
არ ვიცი, რას აპირებს პსჟ, მაგრამ ჩვენ რომ მისი დამატება გვსურს, ეს ცხადია. სილვას სავარაუდო გადმოსვლა ანდრეა პირლოს ტრანსფერს მაგონებს, როდესაც ფეხბურთელი ჩამოწერეს და აღმოჩნდა, რომ კიდევ დიდხანს შეეძლო უმაღლეს დონეზე თამაში. სეზონის ბოლომდე დიდი დროა, იქამდე ტიაგო პსჟ-ში ითამაშებს და ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული