სადისციპლინო კომიტეტმა სერია A-ს ორი ფეხბურთელი დასაჯა

AutoSharing Option
"ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა სერია A-ს მე-9 ტურის ეპიზოდები განიხილა და ორი ფეხბურთელის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერის" ნახევარმცველ გარი მედელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა, "ნაპოლის" თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის კი 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

"ატალანტა"-"ინტერის" შეხვედრაში მედელმა ერთ-ერთ მეტოქეს ფეხი განზრახ ჩაარტყა, რაც მსაჯს გამორჩა და ფეხბურთელს ყვითელი ბარათიც არ მიუღია. თუმცა, მედელი დაუსჯელი არ დარჩა და სადისციპლიონო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3 მატჩს იუქმებს.

აქვე ვთქვათ, რომ "ინტერი" უახლოეს 3 ტურში "ტორინოს", "სამპდორიას" და "კროტონეს" შეხვდება. შესაძლოა, "ინტერმა" გაასაჩივროს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება და
სასჯელის შემცირება მოითხოვოს.

"ნაპოლის" შემტევმა მანოლო გაბიადინიმ "კროტონესთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და ერთი მატჩი ისედაც უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ არასპორტული საქციელის გამო მისი სასჯელიც დამძიმდა - მანოლო სერია A-ს ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს, რომლებსაც "ნაპოლი" "ემპოლისთან" და "იუვენტუსთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული