მილანის "ინტერმა" ფრანკ დე ბური გაათავისუფლა

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰოლანდიელი სპეციალისტი ფრანკ დე ბური გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დე ბურმა "ინტერში" დაახლოებით სამი თვე იმუშავა.

"ინტერი" შესაძლოა 51 წლის სპეციალისტმა, რომის "ლაციოს" ყოფილმა თავკაცმა სტეფანო პიოლიმ გაწვრთნას, - იუწყება La Gazzetta dello Sport-ი. აღსანიშნავია, რომ პიოლიმ ბოლო 10 წლის განმავლობაში 9 გუნდი გამოიცვალა. კანდიდატებს შორის ასევე არის ლეონარდო.

"ინტერი" სერია A-ში 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ გააბანძეს ინტერი რაც მორატი წავიდა ინტერის საქმეც ცუდად წავიდა. მე იუვეს გულშემატკივარი ვარ მაგრამ ესეთი დაბალი დონის იტალიის ჩემპიონატი არ მახსოვს 20 წელია ფეხბურთს ვუყურებ
ბაბაია
18:05 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული