მატჩი შეიხ ჯასიმა ბინ ჰამადას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საშინაო შეხვედრებს ადგილობრივი გუნდი "ალ-სადი" და ყატარის ეროვნული ნაკრები ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ დოჰაში იტალიის სუპერთასის მატჩი 2014 წელსაც გაიმართა და მაშინ "იუვენტუსი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა. ის შეხვედრა ნეაპოლელებმა მოიგეს თერთმეტმეტრიანების სერიაში.
ისიც ვთქვათ, რომ 2015-16 წლების სეზონში, იტალიის ჩემპიონიც და თასის მფლობელიც "იუვენტუსი" გახდა, სუპერთასზე კი "მილანს", როგორც თასის ფინალისტს შეხვდება.