სუპერთასი: "იუვენტუსი" და "მილანი" ყატარში შეხვდებიან

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, როდის და სად გაირკვევა იტალიის სუპერთასის 2016 წლის გამარჯვებული. "იუვენტუსი" და "მილანი" 23 დეკემბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მატჩი შეიხ ჯასიმა ბინ ჰამადას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საშინაო შეხვედრებს ადგილობრივი გუნდი "ალ-სადი" და ყატარის ეროვნული ნაკრები ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ დოჰაში იტალიის სუპერთასის მატჩი 2014 წელსაც გაიმართა და მაშინ "იუვენტუსი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა. ის შეხვედრა ნეაპოლელებმა მოიგეს თერთმეტმეტრიანების სერიაში.

ისიც ვთქვათ, რომ 2015-16 წლების სეზონში, იტალიის ჩემპიონიც და თასის მფლობელიც "იუვენტუსი" გახდა, სუპერთასზე კი "მილანს", როგორც თასის ფინალისტს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო იქნებ ყატარში მიანც გაავსონ სტადიონი:)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული