მოჰამედ სალაჰი: დადგა დრო, რამე მოვიგოთ

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტურში "რომამ" "ბოლონია" სამი უპასუხო გოლით დაამარცხა და სამივე შედეგიანი დარტყმა მოჰამედ სალაჰმა შეასრულა.

24 წლის ეგვიპტელი შესანიშნავ ფორმაშია და ედინ ჯეკოსთან ერთად, ყველაზე სახიფათოა "რომას" შემტევებს შორის. სალაჰმა ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონში "რომა" ერთ ტროფეის მაინც მოიგებს:

"შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც სამ გოლს იტან და გუნდის გამარჯვებაში შენი წვლილი შეგაქვს. "ბოლონიასთან" მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და გამონაკლისი არც მე ვიყავი. იგებს გუნდი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი. სწორი გზით მივდივართ და ასევე უნდა გავაგრძელოთ.

ვფიქრობ, "იუვენტუსს" ბევრი არაფრით ჩამოვუვარდებით და შეგვწევს იმის ძალა, რომ სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ.

ტურინელებს მხოლოდ 4 ქულით ჩამოვრჩებით, "ნაპოლის" კი 5 ქულით ვუსწრებთ, რაც კარგი შედეგია. დადგა დრო, რომ რამე მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. "რომას" აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს როგორც შიდა ასპარეზზე, ისე საერთაშორისო სარბიელზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ამას ზმეიკიანი წაბლი არ უნდა ?
ხორხე
03:59 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული