როგორც იქნა! - 2 დეკემბერს "მილანი" ჩინელების ხელში გადავა

AutoSharing Option
"მილანის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ 2 დეკემბერს შედგება კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ჩინური კონსორციუმის წარმომადგენლები.

ამ შეხვედრაზე დასრულდება ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი და "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ჩინური კომპანიის ხელში გადავა. თუ მოლაპარაკების დასკვნითი პროცესი 2 დეკემბერს ვერ დასრულდა, კიდევ ერთი შეხვედრა 13 დეკემბერს შედგება და იქ კი გარიგება ყველა მიზეზგარეშე უნდა დასრულდეს.

თუმცა, წინასწარი მოლოდინით, პროცესი 2 დეკემბერსვე დასრულდება და კლუბი აზიელების ხელში გადავა. ამ თემაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ჯერ კიდევ "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ და
განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო დღეებია "მილანში":

"დიახ, ასეა და 2 დეკემბერს მოლაპარაკების პროცესი დასრულდება. ეს არის ჩემი ბოლო დღეები და ბოლო კვირები "მილანის" გენერალური დირექტორის პოსტზე. კლუბში მოდის ახალი ხალხი და მინდა, მათ დიდი წარმატება ვუსურვო. მე ვრჩები გუნდის უდიდეს გულშემატკივრად, ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ კი მოგვიანებით ვისაუბრებ. ერთი ცხადია, რომ ფეხბურთში დავრჩები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული