10:42 24-12-2016
"მილანმა" იტალიის სუპერთასისთვის მატჩში ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ "მილანმა" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯილდო პირველად მოიგო და ეს მთავარი მწვრთნელის ვიჩენცო მონტელას თავკაცობით მოახერხა.
რაც შეეხება უშუალოდ დოჰაში გამართულ მატჩს, ტურინელებმა ანგარიში მე-18 წუთზე ჯორჯო კიელინის გოლით გახსნეს. მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველსავე ტაიმში მოახერხეს - ჯაკომო ბონავერტურამ 38-ე წუთზე გაიტანა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ასევე დამატებულ ტაიმებში გოლი აღარ გასულა, 11-მეტრიანების სერიაში კი "მილანი" უკეთესად გაისარჯა. გადამწყვეტ ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმამ პაულო დიბალას დარტყმული აიღო, მარიო პაშილიჩმა კი ჯანლუიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა.
ამრიგად, "მილანმა" იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა და ამით "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა. აქამდე როსონერის სუპერთასი 1988, 1992, 1993, 1994, 2004 და 2011 წლებში ჰქონდა მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული