22 წლის შემტევის ანგარიშზე 9 გოლია და ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული, რაც სეზონის წინ ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ბერნარდესკის მიმართ ევროპული კლუბები იჩენენ ინტერესს და მათ შორის, იტალიური გრანდები: "იუვენტუსი", "მილანი" და "ნაპოლი".
ბერნარდესკის ფლორენციულ კლუბთან 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა "ფიორენტინას" მესვეურები მის კიდევ უფრო გახანგრძლივებას გეგმავენ და ფეხბურთელს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.
ამ დროისთვის, ფედერიკოს სეზონური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა და თუ "გაძეტა დელო სპორტს"
"ბერნარდესკი შესანიშნავად ირჯება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ფედერიკო თანაბრად ძლიერია დამაგვირგვინებელ ფაზაში და სიღრმიდან შეტევის დროს. 22 წლისაა და უკვე უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, რაც იშვიათია.
ჩვენი სურვილია, რომ ბერნარდესკისთან ხელშეკრულება გავახანგრძლივოთ და ამ თემაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკება. რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ნიკოლა კალინიჩს გავუგრძელეთ და ამჯერად უკვე ბერნარდესკის დროა. შეუძლია თუ არა ფედერიკოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს? - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და მთავარი სწორედ ეს გახლავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"