"ბებერი ქალბატონი" მზადაა, 17 წლის მეკარეში მილანელებს 40 მლნ ევრო გადაუხადოს, თავად დონარუმას კი ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სადაც წლიურ ხელფასად 10 მლნ ევრო იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ Сalciomercato იუწყება.
თავის მხრივ "მილანს" არ სურს თავისი ტალანტის კონკურენტისთვის დათმობა და მზადაა დონარუმას თებერვალში კონტრაქტის გაგრძელება კარგი პირობებით შესთავაზოს. ამ დროისთვის ჯანლუიჯი უკვე 18 წლის იქნება და ხანგძლივი შეთანხმების გაფორმება შეეძლება.
ამჟამინდელი კონტრაქტით დონარუმა სეზონში გასამრჯელოდ 200 ათას ევროს იღებს, "მილანის"