ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 1:0 მოუგო "პალერმოს". გამარჯვების გოლი მასიმო მაკარონემ გაიტანა, თავისივე მოპოვებული პენალტით. ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და საგოლე შანსიც ჰქონდა.
"ნაპოლი" თავიდან აგებდა "სამპდორიასთან", მაგრამ 61-ე წუთზე სტუმრებს მატიას სილვესტრი გაუძევეს და ჯერ მანოლო გაბიადინიმ გაათანაბრა, შემდეგ კი მე-5 დამატებულ წუთზე ლორენცო ტონელიმ მაურიციო სარის გუნდს მოაგებინა - 2:1.
შაბათი. 7 იანვარი
ემპოლი-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 მაკარონე (78-პენ)
ნაპოლი-სამპდორია 2:1
გოლები: 0:1 ჰიუსაი
გაძევება: სილვესტრი (61. სამპდორია)
კვირა. 8 იანვარი
უდინეზე-ინტერი 15:30
კიევო-ატალანტა 18:00
ჯენოა-რომა 18:00
ლაციო-კროტონე 18:00
პესკარა-ფიორენტინა 18:00
სასუოლო-ტორინო 18:00
მილანი-კალიარი 21:00
იუვენტუსი-ბოლონია 23:45
1. იუვენტუსი - 42 ქულა; 2. რომა - 38; 3. ნაპოლი - 38; 4. ლაციო - 34; 5. მილანი - 33