მუნდიალი 2018: კილიან მბაპე დაფასდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 ტურის მერე 10 ქულით ლიდერობს. 25 მარტს "მამლები" ლუქსემბურგს ეწვევიან და პოზიციებს ალბათ, კიდევ უფრო განიმტკიცებენ. 28-ში კი დიდიე დეშამის ამალა "სტად დე ფრანსზე" ამხანაგურად გაეჯიბრება "ესპანურ არმადას".

"დიდიმ" შემადგენლობა დაასახელა და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. გასაკვირი არ არის, რომ ნაკრებში "მონაკოს" ბევრი ფეხბურთელი მოხვდა. უპირველეს ყოვლისა, 18 წლის კილიან მბაპე ლოტენის გამოძახებაზე ვთქვათ. მას აქამდე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები. მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელი, რომელიც "მამლების" 1998 წლის საშინაო მუნდიალზე
ტრიუმფის მერეა დაბადებული.

გამოძახებულია ასევე მონაკოელი ტომა ლემარი, რომელსაც აქამდე ერთი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული. სავარაუდოდ, უნდა შედგეს კიდევ ერთი მონეგასკის, ბენჟამინ მენდის დებიუტი, 22 წლის უკანახაზელი შესაშურ ფორმაშია.

საინტერესოა, რომ ასევე 22 წლის კორენტინ ტოლისო აგრეთვე პირველად ხვდება ნაკრებში. დეშამი შანსს აძლევს 24 წლის ფლორენ ტოვენს - მარსელელიც დებიუტს ელის. არ არის მოჰამედ სისოკო, რომელსაც ახალ კლუბში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს. თუმცა ფრანგთა შუახაზი მაინც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. შესაძლოა, ცოტა მოულოდნელი იყოს ალექსანდრ ლაკაზეტის სიის მიღმა დარჩენა, ლიონელს ისევ არ სწყალობენ.

დაცვის ხაზში დებიუტს უმიზნებს "პარი სენ-ჟერმენის" პრესნელ კიმპემბე.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), ბენუა კოსტილი (რენი), ალფონს არეოლა (პსჟ);

მცველები: ლეივინ კურზავა (პსჟ), ბენჟამინ მენდი (მონაკო), ლორენ კოსიელნი (არსენალი), ადილ რამი (სევილია), სამუელ უმტიტი (ბარსელონა), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ბაქარი სანია (სიტი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო);

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (პსჟ), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ადრიენ რაბიო (პსჟ), პოლ პოგბა (მანჩესტერი), დიმიტრი პაიე (მარსელი), კორენტინ ტოლისო (ლიონი), ტომა ლემარი (მონაკო), ფლორიან ტოვენი (მარსელი);

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (არსენალი), უსმან დემბელე (დორტმუნდი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კევინ გამეირო (ატლეტიკო), კილიან მბაპე (მონაკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საფრანგეთის არა გაურკვეველ რჯულთა ნაკრებია
შაკო
14:39 17-03-2017
0
კაი მარა ბაკაიოკო კომანი ბენზემა მარსიალი ლაკაზეტი ბენზემა და ვარანი არტო არ გამოიძახეს?
ზურა
14:36 17-03-2017
0

სიახლეები პოპულარული