მუნდიალი 2018: მოწინავე ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია

AutoSharing Option
თვის ბოლომდე ევროპაში 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩები და საინტერესო ამხანაგური შეხვედრები გაიმართება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები, ჯერი სხვა გუნდებზეა...

მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის თავკაცმა იოახიმ ლიოვმა 24 ფეხბურთელს დაუძახა ინგლისთან ამხანაგური მატჩისთვის (დორტმუნდში, 22 მარტს) და აზერბაიჯანთან საგარეო საკვალიფიკაციო დაპირისპირებისთვის (26 მარტს). პირველად არის გამოძახებული "ლაიპციგის" 21 წლის ლიდერი ტიმო ვერნერი.

დაუძახეს 31 წლის ლუკას პოდოლსკისაც, რომელიც ინგლისთან კარიერაში უკანასკნელ მატჩს გამართავს გერმანიის ნაკრების ფორმით. ეს შეხვედრა მისთვის 130-ე იქნება.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო
(ლევერკუზენი), მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა);
მცველები: შკოდრან მუსტაფი (არსენალი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ანტონიო რიუდიგერი (რომა), ნიკლას ზიულე (ჰოფენჰაიმი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი);
ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), ემრე ჯანი (ლივერპული), იულიან დრაქსლერი (პსჟ), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), თომას მიულერი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი), ლეროი სანე (სიტი), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი);
თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), ანდრე შიურლე (დორტმუნდი), მარიო გომესი (ვოლფსბურგი), ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი).

* * *
ესპანეთის ნაკრები 24 მარტს საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს ისრაელის ნაკრებთან, ხოლო 28 მარტს ამხანაგურს - საფრანგეთთან. ხულიენ ლოპეტეგიმ შემადგენლობა დაასახელა. არ არის გამოძახებული "იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა.

მეკარეები: დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), პეპე რეინა (ნაპოლი), სერხიო რიკო (სევილია);
მცველები: ჟორდი ალბა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ნაჩო მონრეალი (არსენალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ნაჩო (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), დანიელ კარვახალი (რეალი);
ნახევარმცველები: ხავი მარტინესი (ბაიერნი), ანდერ ერერა (მანჩესტერი), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), ასიერ ილიარამენდი (სოსიედადი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ისკო (რეალი), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), კოკე (ატლეტიკო), დავიდ სილვა (სიტი), ვიტოლო (სევილია);
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (ჩელსი), ალვარო მორატა (რეალი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ჟერარდ დეულოფეუ (მილანი), იაგო ასპასი (სელტა).

* * *
იტალიის ნაკრები 24 მარტს ალბანეთს მასპინძლობს, ხოლო 28 მარტს ჰოლანდიას სტუმრობს. ჯამპიერო ვენტურამ ყველა გააკვირვა, როცა სერია B-ს კლუბ სპალ-ის გოლკიპერი ალექს მერეტი მიიწვია "სკუადრა აძურაში". მან ნაკრებში 25 კაცი გამოიძახა.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ალექს მერეტი (სპალ), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი);
მცველები: დავიდე ასტორი (ფიორენტინა), ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა), დავიდე ძაპაკოსტა (ტორინო), დანილო დ'ამბროზიო (ინტერი), მატეო დარმიანი (მანჩესტერი), მატია დე შილიო, ალესიო რომანიოლი (მილანი), დანიელე რუგანი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი);
ნახევარმცველები: მარკო პაროლო (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), დანიელე დე როსი (რომა), მარკო ვერატი (პსჟ), ანტონიო კანდრევა, რობერტო გალიარდინი (ინტერი);
თავდამსხმელები: ედერი (ინტერი), ჩირო იმობილე (ლაციო), ანდრეა ბელოტი (ტორინო), მანოლო გაბიადინი (საუთჰემპტონი).

* * *
საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ტრავმირებული პოლ პოგბას ნაცვლად "მონაკოს" ნახევარმცველი ტიემუა ბაკაიოკო გამოიძახა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული