მჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: ბრაზილიამ რუსეთის საგზური გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო პარაგვაის და რუსეთის საგზური გაინაღდა.

თბილისის დროით 29 მარტს, შუაღამისას, სან პაულუში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა პარაგვაის სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში 34-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა. 64-ზე ნეიმარმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი მარსელომ 86-ე წუთზე დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა 53-ე წუთზე 11-მეტრიანიდან ვერ გაიტანა.

ამრიგად, ბრაზილიის ნაკრები სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფს სათავეში 33 ქულით უდგას და მუნდიალზე თამაში განაღდებული აქვს. პარაგვაის ნაკრები 18 ქულით მე-7 ადგილზეა.

ასევე იხილეთ:

- მჩ 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა: მესის 4 მატჩი და არგენტინა კატასტროფის პირას [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული