მუნდიალი 2018: სლოვენიის ნაკრები კამპლის წინააღმდეგ

AutoSharing Option
სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, კევინ კამპლს ნაკრების მწვრთნელ სრეჩკო კატანეცთან მცირე უთანხმოება მოუვიდა და, როგორც ჩანს, მას თანამემამულეებიც გაებუტნენ.

25 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჯანზე არ იყო და ამიტომ ინგლისის წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა. შემდგომ კი გაირკვა, რომ მან "ლევერკუზენთან" ერთად ივარჯიშა და ამას ცუდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ნაკრებში ყველა სიამაყით და შემართებით თამაშობს. კევინი გუნდს სჭირდება და ის მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ის გაირიყა, გაუცხოვდა და განგვიდგა. ნაკრები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ეს ჩვენი საერთო გზავნილია კამპლისთვის" - ნათქვამია სლოვენიის
ნაკრების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

არც ფეხბურთელის კომენტარმა დააყოვნა: "მინდა რაღაცები დავაკონკრეტო. პირველი - მე ყოველთვის სიხარულით და სიამაყით ვთამაშობ სლოვენიის სახელით და ასე იქნება მომავალშიც. მეორე - ყველას ავუხსენი, რომ შემდეგი მატჩისთვის მზად ვიქნებოდი, მაგრამ ახლა დასვენება მჭირდებოდა, რადგან თავს კარგად ვერ ვგრძნობ და ნაკრებს სარგებელს მაინც ვერ მოვუტანდი.

მესამე - დიახ, კლუბთან ერთად ვივარჯიშე, მაგრამ მსუბუქი დატვირთვით და პერსონალური პროგრამით. თავს სუსტად ვგრძნობ და სხვადასხვა ანალიზიც ჩავაბარე. გამომდინარე აქედან, მიმაჩნდა, რომ სლოვენიას ამ ეტაპზე არ გამოვადგებოდი და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ მეპარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული