ახლა ანდრე სილვას ჯერი იყო, რომელმაც ჰეთ თრიკი გაიფორმა, მან თავისი გუნდის პირველი 3 გოლი გაიტანა. მოგვიანებით პორტუგალიელებმა ერთი ამდენი დაამატეს და რა თქმა უნდა, მეტის გატანაც შეეძლოთ, მასპინძლებს კი მეტოქის კარში ერთხელაც არ დაურტყამთ ზუსტად.
ლატვიასთან დაგეგმილი 3 ქულა აიღო და ფარერებს დაეწია უნგრეთი, რომელმაც მშვიდად მოიგო. უნგრელებმა მოწინააღმდეგეს თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს. ორიდან ერთი ადამ სალაიმ
შვეიცარიამ კი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ანდორას იოლად მოუგო.
ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი იმდენად დაიხარჯა, რამდენადაც საჭირო იყო, და ჯგუფში ლიდერობას ინარჩუნებს. შვეიცარიელებს ბოლო წამებამდე 0:2 მიჰყავდათ და მოდუნებულებმა ბოლოს ერთი კი გაუშვეს, მაგრამ ეს ვეღარაფერს შეცვლიდა, რადგან დრო აღარ რჩებოდა.
ანდორა-შვეიცარია 1:2
გოლები: 0:1 შერი (19-პენ.), 0:2 მეჰმედი (77), 1:2 მარტინესი (90+1)
ანდორა (5-3-2): გომესი - რუბლო, გარსია, ლიმა, ლოვერა, სან ნიკოლასი - როდრიგესი, ვალესი, კლემენტე (74. ა. მარტინესი) - ვიეირა (80. კ. მარტინესი), პუიოლი (84. რიერა)
შვეიცარია (4-2-3-1): ბიურკი - ლანგი, შერი, კლოზე (46. ელვედი), კ. როდრიგესი - ჯაკა, ფერნანდესი (66. ზაქარია) - შაქირი (80. შტოკერი), მეჰმედი, ემბოლო - სეფეროვიჩი
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 1-6; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 4-15 (2-6); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი: 500
ფარერები-პორტუგალია 0:6
გოლები: 0:1 ანდრე სილვა (12), 0:2 ანდრე სილვა (22), 0:3 ანდრე სილვა (37), 0:4 რონალდო (65), 0:5 მოუტინიო (90+1), 0:6 კანსელო (90+3)
ფარერები (4-4-1-1): ნილსენი - ჰანსენი, გრეგერსენი (72. დავიდსენი), ნატეშტადი, დავიდსენი - ვატნაჰამერი, ბენიამინსონი, ჰანსონი, სორენსენი (66. იონესენი) - ოლსენი (79. ბარტალსტოვუ) - ედმუნდსონი
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - კანსელო, ფონტე, პეპე, ანტუნეში - კუარეშმა (67. მარტინსი), გომეში, კარვალიო, მარიო (81. მოუტინიო) - ანდრე სილვა (79. ედერი), რონალდო
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 3-22 (0-10); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 2 500
ლატვია-უნგრეთი 0:2
გოლები: 0:1 დიურსკო (10), 0:2 სალაი (77)
ლატვია (4-1-4-1): ვანინსი - გაბოვი, იაგოდინსკი, გორკსი, მაქსიმენკო - ტარასოვი - კლუსკინსი (68. ი. იკაუნიკსი), ვიშნიაკოვი (57. ზიუზინსი), ლაიზანსი (77. კარასაუსკასი), დ. იკაუნიკსი - საბალა
უნგრეთი (4-4-2): გულაში - ბესე, დუზმიკსი, კადარი, კორჰუტი - დიურსკო, გერა (83. ვიდა), ნადი, ჯუჯაკი - ნიკოლიჩი (46. კლაინჰაისლერი), სალაი
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 23-5; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-14 (4-5); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 5 000
1. შვეიცარია 3 3 0 0 7:3 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 12:2 6
3. უნგრეთი 3 1 1 1 4:3 4
4. ფარერები 3 1 1 1 2:6 4
5. ლატვია 3 1 0 2 1:4 3
6. ანდორა 3 0 0 3 1:9 0
მომდევნო ტური
13 ნოემბერი:
უნგრეთი-ანდორა, შვეიცარია-ფარერები, პორტუგალია-ლატვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"