მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ.ამერიკა. X ტური: არგენტინა შოკშია, ბრაზილია ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
11 ოქტომბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთამერიკულ ჯგუფში მეათე ტურის მატჩები გაიმართა.

სტუმრად გამარჯვება იზეიმა და ჯგუფს სათავეში მოექცა ბრაზილიის ნაკრები, რომელმაც გაბრიელ ჟეზუშისა და ვილიანის გოლებით ვენესუელას სძლია. სტუმართა განაცხადში არ ყოფილა ნეიმარი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკუთარ მოედანზე პარაგვაისთან შერცხვა ლიონელ მესის გარეშე, საკმაოდ უფერულად მოთამაშე არგენტინის ნაკრები (0:1).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩილემ შინ პერუს არტურო ვიდალის დუბლით მოუგო (2:1).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ბოლივია-ეკვადორისა და კოლუმბია-ურუგვაის შეხვედრებში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

10 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 21 ქულით ბრაზილია
ლიდერობს, 20 ქულა აქვს მეორეადგილოსან ურუგვაის. შემდეგ კი 17-17 ქულით ეკვადორი და კოლუმბია მოდიან. არგენტინა 16 ქულით მეხუთე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება, ბრაზილიის ნაკრები თავის ყველაზე პრინციპურ მეტოქეს - არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა. X ტური
ბოლოვია-ეკვადორი 2:2
გოლები: 1:0, 2:0 პაბლო ესკობარი (3, 45), 2:1, 2:2 ენერ ვალენსია (47, 89).
გაძევება: ლუის კაისედო (ეკვ. 79).

კოლუმბია-ურუგვაი 2:2
გოლები: 1:0 აბელ აგილარი (15), 1:1 კრისტიან როდრიგესი (27), 1:2 ლუის სუარესი (73), 2:2 ერი მინა (84).

ჩილე-პერუ 2:1
გოლები: 1:0, 2:1 არტურო ვიდალი (10, 85), 1:1 ედინსონ ფლორესი (76).

არგენტინა-პარაგვაი 0:1
გოლი: 0:1 დერლის გონსალესი (18)

ვენესუელა-ბრაზილია 0:2
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (8), 0:2 ვილიანი (53).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული