გაცკანი: შესაძლოა, თამაშამდე ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ საქართველოს მიმართ

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალეკსანდრ გაცკანმა, რომელმაც 12 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს ნაკრებს ეფექტური გოლი გაუტანა და ქულები დააკარგვინა (1:1), sports.md-სთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გოლი "ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია" მის კარიერაში.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

"კარგი მატჩი ჩავატარეთ. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა და იყო შანსი, უფრო მეტი გოლი გასულიყო.

შეიძლებოდა, უფრო აგრესიულადაც გვეთამაშა. ბოლო ორ ეპიზოდში რომ გვეყოჩაღა, მოვიგებდით კიდეც. შესაძლოა, თამაშის წინ ზედმეტად პატივისცემით განვეწყვეთ მეტოქის მიმართ.

მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც გულშემატკივრებს
მოეწონებოდათ. ამისთვის მეტოქესაც მადლობა ეკუთვნის! ჩემი გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა. არ ვიცი, ყველაზე ლამაზია თუ არა ის ჩემს კარიერაში, მაგრამ ერთ-ერთი - ნამდვილად არის", - თქვა გაცკანმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Bicho ra gchirt to ra dagemartat imis maguvrad ri gavamxneit da gverdze davudget chven pexburt3lebs erti matchis gamo landzgavt magis dedavatiree?? Egre ar xdeba raa tu giyvars sakutari qveyana da gulshematkivroba ici adamianma mitumetea ro ar waugiat ar unda landzgot raa wina sami tamashis gamo gadairivnen chkuidan gadavida xalxi ise gauswordat da exla landzgva ginebis meti arandeni amogdit piridan vabshee tqven martla svarkas unda uyurot da qartuli pexburtis yurebis girsi saertod ar vart mament arc me raa egre ar sheidzleba sakutars ro landzgav da sxvisu mogwons ubralod bolobolo tavmoyvareobis ambaviaa raa
Qurdashvili
15 ნოემბერი 2016 17:07
0
ლივერპულს და სხვა გუნდებს რომ ახსენებს და გულშემატკივრობას გვიწუნებს ზოგიერთი ურა პატრიოტი, ჩვენი ... განსხვავებით ისინი ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენ და მოიგებენ თუ წააგებენ აზრი არ აქვს. ქართული ფეხბურთი მკვდარია და ბალეტის ყურება თუ მომინდა სტადიონის მაგიერ სხვა ადგილას წავალ
ზურა
15 ნოემბერი 2016 16:30
0
შეიძლება არავინ წაიკითხოს ჩემი კომენტარი, მაგრამ მაინც დავწერ, გულს მოვიოხებ:თქვენი კომენტარებიდან ასე გამოდის:მე მოხუცი ვარ, მყავს შვილები და შვილიშვილები, მეზობლები, მეგობრები და ა.შ. რადგან ვერ გავხდი მილიონერი, გამოდის-მათ არ უნდა ვუყვარდე? ჩვენმა ფეხბურთელებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში, მაგრამ ვერ მოიგეს(შეიძლება ემოციურად "გადაიწვნენ"). რატომ არ უნდა გავამხნევოთ? გაიხსენეთ მანჩესტერი, ლივერპული და სხვა მრავალი გუნდი, როგორ ამხნევებს მათ გულშემატკივარი წაგების მერე, ნუთუ ჩვენ მათზე უჯიგროები ვართ? ამდენი კრიტიკა, ამდენი ღვარძლი ყველა "პროფესორისგან", რა ვიცი, მე არ მესმის თქვენი(ყველას არ ეხება, მარტო "პროფესორებს"). ვუსურვოთ მომავალში წარმატებები, მოვეფეროთ...ბოდიშს გიხდით, თუ ვინმე გავაღიზიანე ჩემი სუბიექტური აზრებით.
კახელი პაპა
14 ნოემბერი 2016 22:33
0
დარწმუნებული ვარ მოლდოვაში წავაგებთ,აი ნახავთ,შეიზლება ვიღაცა ფავორიტს მოუგოთ მაგ უელს,მაგრამ მოლდოვასთან წავაგებთ გასვლას
ჯეკი პატრიოტი
14 ნოემბერი 2016 21:20
0
რით ვერ გაიგეთ მოლდოვა ყოველთვის ჟილკით და უნარით მოდის, აწი ფსიქოლოგიურად უფრო გაგვიჭირდება.
ილია
14 ნოემბერი 2016 20:02
0
ამათი დასაცინიც რომ გავხდიტ
ალეკსანდრე
14 ნოემბერი 2016 19:55
0
მოლდავეთმა ნამდვილად უკეთესი,გამართული ფეხბურთი აჩვენა.
jumber
14 ნოემბერი 2016 19:49
0
ბებე-ს. რა გჭირთ ხალხო, რა ვეღარ გამოდით ამ საბჭოთა დროინდელი აზროვნებიდან. იძახეთ ახლა ასეთები ვიყავით, ისეთები ვიყავით და ა.შ. ამით რამე კეთდება!!! ფარერების ან ისლანდიის შესახებ თუ გსმენიათ რამე? სად იყვნენ მაშინ, როცა ქარველები იყავით, ხომ ვერ გვეტყვი? ასე, რომ ცოტა პრაგმანტულად იაზროვნეთ, ისტორია კი ტკბილ მოგონებებად დაიტოვეთ. იცი რა მაგარი გუნდი იყო "არარატი" 70-იან წლებში? იცი ხო, მაგრამ ახლა სადაა? ფაფუ "არარატ", ფაფუ "დინამო". საქმის კეთებაა საჭირო და არა ქვიტინი და ისტორიის ქექვა.
slavik
14 ნოემბერი 2016 18:20
0
სანამ ჩვენები სარკის წინ კუდებს ისწორებდნენ მოლდაველებმა თამაში ისწავლეს ასე რომ მიხარია რომ არ წააგეს ჩვენმა სასახელო ინდააურებმა
მურთაზი
14 ნოემბერი 2016 17:35
0
ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, ესენი რომ ალაპარაკდნენ. დიდი დინამოს დროს კიშინიოვის ნისტრუსთან თამაშს არც ვუყურებდით, ვარჯიშივით იყო. აფსუს...
ბებე
14 ნოემბერი 2016 17:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული