ჯერემი ტულალანმა "ლიონთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
"ლიონის" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჯერემი ტულალანმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა.

"ამ ქალაქში და ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. რთული პერიოდის დროს კლუბში ყველა გვერდში დამიდგა. ეს საფრანგეთში საუკეთესო გუნდია, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად იმდენ ტიტულს ვერ ვიგებთ, რამდენიც გვსურს", - განაცხადა ტულალანმა.

"ჯერემი ყველასთვის მაგალითია. მისი საქმისადმი მიდგომა სამაგალითოა. ვფიქრობ, რომ ის ჩვენს გუნდთან ერთად არაერთ ტიტულს მოიგებს", - განაცხადა "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა.

26 ტურის შემდეგ "ლიონი" საფრანგეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 3-ე ადგილს იკავებს და
ლიდერებს, "ლილსა" და "რენს" 4 ქულით ჩამორჩება.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული