ლიგა 1. ბოლო ტური: წითლები და ტიტული

AutoSharing Option
ჩემპიონატი დასრულდა საფრანგეთშიც. მაშ ასე, ჩემპიონი "მონაკოა", რომელიც "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის პლეი ოფში იბრძოლებს "ნიცა".

"ლიონი" და "მარსელი" ევროპალიგაზე ითამაშებენ, მესამე გუნდის ვინაობა საფრანგეთის თასის ფინალზეა დამოკიდებული. "ნანსი" და "ბასტია" გავარდნენ, მათ ნაცვლად "სტრასბური" და "ამიენი" ითამაშებენ. მესამე ელიტელის ვინაობა "ლორიანისა" და "ტრუას" ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

ბოლო ტურში "მონაკოს" ფეხბურთელები მოედანზე წითლად გადაღებილი თმებით წარდგნენ. ლეონარდო ჟარდიმის გუნდმა სტუმრად 3:2 აჯობა "რენს". "მონაკომ" ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 12 ტურის მოგება. მონეგასკებს 17
თებერვლის მერე არ დაუკარგიათ ქულები ჩემპიონატში.

პსჟ უტიტულოდ დარჩა, თუმცა ედინსონ კავანის ვერავინ დაეწია და ურუგვაელი 35 გოლით ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი დაწევა ვერ შეძლო "ლიონის" ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელიც თითქმის მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია.

"მონაკო" კი ცდილობს, კონტრაქტი გაუხანგრძლივოს ჩემპიონობის მომპოვებელ ჟარდიმს, თუმცა მწვრთნელს ისედაც 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება გუნდთან.

ბოლო ტური
ნანსი-სტ. ეტიენი 3:1
გოლები: 1:0 ბუსინი (17), 2:0 დიანე (59), 2:1 ნორდინი (74), 3:1 მაუასა (82)

ლორიანი-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 სანქჰარე (7), 1:1 ლე გოფი (69)

ლილი-ნანტი 3:0
გოლები: 1:0 დე პრევილი (16), 2:0 დე პრევილი (46), 3:0 დე პრევილი (53-პენ)
გაძევება: ლიმა (52. ნანტი)

მარსელი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 გომისი (74)

ლიონი-ნიცა 3:3
გოლები: 1:0 ლე მარშანი (10 ს. კ.), 1:1 დონისი (15), 2:1 ლაკაზეტი (48), 2:2 დონისი (69), 3:2 ლაკაზეტი (78), 3:3 სერი (93-პენ)

პსჟ-კაენი 1:1
გოლები: 1:0 რაბიო (13), 1:1 როდელენი (91)
გამოუყენებელი პენალტი: როდელენი (75. კაენი)

ტულუზი-დიჟონი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბრაიტვაიტი (45. ტულუზი)

ანჟერი-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ბამბა (82), 2:0 ტაი (88)

რენი-მონაკო 2:3
გოლები: 0:1 ფაბინიო (42), 0:2 ჟემერსონი (47), 1:2 დიაქჰაბი (68-პენ), 1:3 ჟორჟე (78), 2:3 დიაქჰაბი (91)

გენგამი-მეცი 1:0
გოლი: 1:0 დიალო (29)

ბომბარდირი: 35 - ედინსონ კავანი (პსჟ).
სხვები: 28 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 21 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 20 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული