12:14 29-05-2017
საფრანგეთის თასი. ფინალი: პსჟ მეთერთმეტედ, ემერი 200%-ით [VIDEO]
AutoSharing Option
ასე რომ, აშკარა ფავორიტმა "პარი სენ-ჟერმენმა" კარგა ხანს გასაღები ვერ მოუძებნა "ანჟერის" კარს... 91-ე წუთამდე, როცა პარიზელთა კუთხურს ისა სისოკოს თავური მოჰყვა საკუთარ კარში - 1:0 და პსჟ მე-11-ედ დაეუფლა საფრანგეთის თასს. ეს რეკორდია, პსჟ-მა "მარსელს" გაუსწრო (10 ტიტული). პსჟ-ს სულ 33 ტიტული დაუგროვდა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ქვეყანაში.
პარიზელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს საფრანგეთის თასი, ხოლო მაქსველი საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა, ბრაზილიელმა 37-ე საკლუბო ტიტული მოიპოვა. 15 პსჟ-ის მაისურით, 10 - "ბარსელონასი", - 6 - "აიაქსის", 5 - "ინტერის" და ერთიც - "კრუზეიროს" მაისურით. 35 წლის მცველმა ასწია კიდეც საფრანგეთის თასი კაპიტნის სტატუსით მატჩის შემდეგ.
უნაი ემერი (პსჟ): "მე კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი პსჟ-სთან და პარიზში ყველაფერი მომწონს. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება და დაიხვეწება".
ნასერ ალ ხელაიფი (პსჟ-ის პრეზიდენტი): "ყოველთვის ვამბობდი, რომ ემერი არ წავა "პარი სენ-ჟერმენიდან". ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 200%-ით გარკვეულია, ემერი პსჟ-ის თავკაცი იქნება შემდეგ სეზონშიც. ის ბედნიერია კლუბში და ხელმძღვანელობაშიც კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით. როგორ შევაფასებდი სეზონს? შესაფასებელი ბევრია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ახლა, მოდით, გამარჯვებით დავტკბეთ".
მაქსველი (პსჟ): "ძალიან მძიმე და ამავე დროს, ბედნიერი დღე მაქვს. ძნელია პსჟ-სთან დამშვიდობება და იმის გაცნობიერება, რომ აქ აღარ ვითამაშებ. 2012 წლიდან აქ ვთამაშობდი და მიხარია, რომ ჩემი პარიზული კარიერა ტიტულის მოგებით დასრულდა".
ანჟერი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 ისა სისოკო (94 ს. კ.)
ანჟერი (4-1-4-1): ლეტელიე - ისა სისოკო, ისმაელ ტრაორე, თომასი, მანსეუ - სანტამარია (91. ბერიგო) - პეპე (84. ტაი), ნ'დოი, მანგანი, ეკამბი - დიედიუ (63. ბამბა)
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია, კავანი, დრაქსლერი (72. პასტორე)
მაყურებელი: 80 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული