"კილიანი ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რაც უნდა გადაწყვიტოს მან ამჟამად, სანამ 22 წელი შეუსრულდება, იქამდე ერთ-ერთ დიდ გუნდთან, "რეალთან" ან "ბარსელონასთან" აპირებს კონტრაქტის გაფორმებას" - ამბობს "სანდო წყარო".
ამბობენ, რომ მბაპე ლონდონის "არსენალში" აპირებს გადაბარგებას და აქ გადამწყვეტი არსენ ვენგერის ფაქტორია, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყალიბება ეხერხება.
სხვა ჟურნალ-გაზეთები კი ასევე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ - მბაპემ და ჯანლუიჯი დონარუმამ უკვე მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას მადრიდის "რეალთან" და ახლა დანარჩენი ზინედინ ზიდანზეა დამოკიდებული, ზიზუმ უნდა ბრძანოს, რა და როგორო.
კილიანს კი, "არსენალის" გარდა, "პარი სენ-ჟერმენიც" აქტიურად ეპატიჟება და თავისი "მომავლის პროექტით" იტყუებს და ხიბლავს. პსჟ მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს ამ ტრანსფერით - 135 მილიონ ევროს ამზადებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"