კილიან მბაპეს სამი გზა: "არსენალი", "რეალი" თუ პსჟ

AutoSharing Option
"მონაკოს" ვუნდერკინდ კილიან მბაპესთან "დაახლოებულმა პირმა" პრესას საინტერესო ინფორმაცია გაანდო - 18 წლის მოთამაშე ირჩევს, ე. წ. შუამავალ გუნდში გადავიდეს თუ პირდაპირ რომელიმე ტოპ-კლუბში. შემოთავაზებები კი, იცოცხლე, მას არ აკლია.

"კილიანი ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რაც უნდა გადაწყვიტოს მან ამჟამად, სანამ 22 წელი შეუსრულდება, იქამდე ერთ-ერთ დიდ გუნდთან, "რეალთან" ან "ბარსელონასთან" აპირებს კონტრაქტის გაფორმებას" - ამბობს "სანდო წყარო".

ამბობენ, რომ მბაპე ლონდონის "არსენალში" აპირებს გადაბარგებას და აქ გადამწყვეტი არსენ ვენგერის ფაქტორია, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყალიბება ეხერხება.
ყველაზე ნათელი მაგალითი კილიანის კერპი ტიერი ანრია. ამიტომაც ახალგაზრდა მოთამაშეს არ აფერხებს ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და "მეთოფეებში" დროებით გადასვლის ვარიანტი ჭკვიანურად ეჩვენება.

სხვა ჟურნალ-გაზეთები კი ასევე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ - მბაპემ და ჯანლუიჯი დონარუმამ უკვე მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას მადრიდის "რეალთან" და ახლა დანარჩენი ზინედინ ზიდანზეა დამოკიდებული, ზიზუმ უნდა ბრძანოს, რა და როგორო.

კილიანს კი, "არსენალის" გარდა, "პარი სენ-ჟერმენიც" აქტიურად ეპატიჟება და თავისი "მომავლის პროექტით" იტყუებს და ხიბლავს. პსჟ მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს ამ ტრანსფერით - 135 მილიონ ევროს ამზადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული