"მონაკო": კილიან მბაპე დიდი ცდუნების წინაშე

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონმა "მონაკომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სხვებთან ერთად შეკრებაზე გამოცხადდა 18 წლის ტალანტი კილიან მბაპე, რომლის მომავალსაც მადრიდის "რეალსა" და სხვა ევროპულ გრანდებს უკავშირებენ.

ბრიტანული "სანი" წერს, რომ მონეგასკებმა, რომლებიც უფულობას ნამდვილად არ უჩივიან, კლუბის ამომავალ ვარსკვლავს მეგა-კონტრაქტი შესთავაზეს, რათა მან წასვლაზე ფიქრი (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) თავიდან ამოიგდოს და "მონაკოში" დარჩეს.

მბაპეს ახლანდელი ხელფასი კვირაში 18 ათასი ევროა, რაც, რა თქმა უნდა, შესაშური ხელფასია, მაგრამ არა ვარსკვლავისთვის. "მონაკო" მბაპეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომელშიც ხელფასად კვირაში 225 ათასი ევროა
მითითებული. როგორც ხედავთ, ახალი ხელფასი ძველზე 12,5-ჯერ (!) მეტი იქნება. ახლა მბაპე ერთ თვეში მიიღებს იმდენს, რამდენსაც გასულ სეზონში წელიწადში იღებდა.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორია ფეხბურთელის დამოკიდებულება. თუ თინეიჯერი დათანხმდება "მონაკოს" წინადადებას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
saertod adamians shroma da nichi rom daufasdeba es shesanishnavia,mavram chemis azrit pexburti pexburtisgarda yvelapers daemsgavsa.amtanxebs ki swored im gayiduli tamashebidan igeben ramac daaqcka pexburtis girseba.P.S.chveni ramdeni pexburtelis xelpasia mbapes erti tvis xelpasi?
euhhh
15:53 11-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული