09:56 31-07-2017
საფრანგეთის სუპერთასი: დანი ალვეშის პირველი პარიზული ტრიუმფი [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ "მონაკოს" თინეიჯერი სენსაცია კილიან მბაპე ძალიან ინერტული იყო და ის გამოცვალეს.
უნაი ემერი (პსჟ): "ვნახეთ ორი კარგი, მაგრამ განსხვავებული გუნდის თამაში, ბევრი ტალანტი მოედანზე. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით იმის მიუხედავად, რომ "მონაკო" მწვავედ "იჩხვლიტებოდა" კონტრშეტევებში. დანი ალვეშის გოლი ძალიან დაგვეხმარა, საკუთარი ძალების რწმენა გაგვიათმაგდა და თამაშიც შემოვატრიალეთ".
დანი ალვეში (პსჟ): "ძალიან მიხარია, რომ თანაგუნდელებს სეზონში პირველი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარე. მეც ძალიან მოხარული ვარ, სუპერთასი ჩემთვის პირველი ტროფეია ახალ კლუბში. გრძელი, პროგრესის გზა უნდა გავიაროთ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ბოლო ტიტული არ არის პსჟ-ში".
სტატისტიკა
* საფრანგეთის სუპერთასი 22-ედ გაიმართა. პსჟ-მა ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიგო, სულ კი - მეშვიდედ (10 მონაწილეობა).
* მაროკოს პორტში ამ შეხვედრას 45 ათასი ფანი დაესწრო.
* "პარი სენ-ჟერმენს" ბურთის ფლობის 70% ჰქონდა.
* დანი ალვეშმა პირველ ოფიციალურ მატჩში გაიტანა პსჟ-ის მაისურით.
* დანი ალვეშს 5 დარტყმა ჰქონდა, ყველაზე მეტი მატჩში.
* ბოლო ხუთ გათამაშებაში პსჟ-ს ორი და მეტი გოლი გააქვს სუპერთასზე.
* ჯიბრილ სიდიბემ ბოლო ხუთ შეხვედრაში პსჟ-ის წინააღმდეგ აუცილებლად მიიღო მონაწილეობა ერთ გოლში ან საგოლე პასში მაინც (სულ 2 გოლი, 3 საგოლე პასი).
* "მონაკომ" პირველად წააგო სუპერთასის მატჩი, 1997 და 2000 წლებში გუნდმა იმარჯვა.
* "მონაკოს" სათასო დაპირისპირებაში პსჟ-სთვის 1985 წლის მერე არ მოუგია.
მონაკო-პსჟ 1:2
გოლები: 1:0 სიდიბე (30), 1:1 დანი ალვეში (51), 1:2 რაბიო (63)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული