ნაციონალური დერბის მოლოდინში

AutoSharing Option

დღეს:
ოსერი-სოშო 22:00
ბრესტი-ლილი 22:00
ლორიანი-სტ. ეტიენი 22:00
მონპელიე-ლანსი 22:00
ტულუზი-ნიცა 22:00
ვალანსიენი-ბორდო 22:00
ლიონი-რენი 24:00
ხვალ:
კაენი-არლი 20:00
მონაკო-ნანსი 20:00
მარსელი-პსჟ 24:00

1Lლილი 27 14 10 3 47-26 52
2 რენი 27 14 7 6 31-20 49
3 Oლიონი 27 13 9 5 46-25 48
4 მარსელი 27 13 9 5 39-23 48
5 პსჟ 27 12 9 6 41-28 45
6 მონპელიე 27 10 9 8 23-26 39
7 სტ. ეტიენი 27 10 8 9 35-33 38
8 ბორდო 27 9 10 8 35-32 37
9 ლორიანი 27 10 7 10 35-34 37
10 ტულუზი 27 11 3 13 28-29 36
11 სოშო 27 10 5 12 40-33 35
12 ბრესტი 27 9 8 10 27-30 35
13 ნიცა 27 8 9 10 18-27 33
14 ვალანსიენი 27 7 11 9 31-29 32
15 კაენი 27 8 8 11 29-38 32
16 ლორიანი 27 9 5 13 29-41 32
17 მონაკო 27 5 14 8 26-28 29
18 ოსერი 27 5 14 8 30-34 29
19 ლანსი 27 5 10 12 24-41 25
20 არლი 27 1 9 17 16-53 12
კლოდ პიუელს ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის "უკუეფექტის" ეშინია. არადა, "ლიონს" ურთულესი მატჩი ელის - მეორეადგილოსან "რენს" მასპინძლობს. ვერ არიან ხასიათზე ფანებიც, საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონთა გულშემატკივრებს ლახვარი
სწორედ ექსლიონელმა ქარიმ ბენზემამ ჩასცა. ორი მატჩის ჯამში სამეფო კლუბმა 4:1 გაიმარჯვა. "ლიონს" წელს ერთადერთი ტიტულის მოპოვების შანსიღა შერჩა, ეს სწორედ ლიგა 1-ის მოგებაა. დღეს მათ ამ გზაზე ჩემპიონატში საუკეთესო დაცვის მქონე გუნდის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ. "აუცილებელია "რეალთან" წაგება გონებიდან ამოვიგდოთ და მთელი კონცენტრაცია ჩემპიონატისკენ მივმართოთ. გარწმუნებთ, "რენთან" ხუმრობა და საქმის მალე მომთავრება არ გამოვა. ობიექტურნი რომ ვიყოთ, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ბევრად მეტს ვიმსახურებდით ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მეორეში," - განაცხადა პიუელმა. "ლიონმა" ჩემპიონატის უკანასკნელი 20 დაპირისპირებიდან ერთი წააგო, ხოლო ბოლო 5 ტურიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ისიც ჩემპიონატის მოქმედ ლიდერთან გასვლით შეხვედრაში. ამასთან, ფრანგი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდმა იმიჯი შეიცვალა და დაცვითი ფეხბურთიდან შემტევ ყაიდაზე გადაეწყო. საკმარისია თვალი გადავავლოთ შედეგებს, რომ ყველაფერი ნათელი ხდება - "ნანსისა" და "სტ. ეტიენს" "ლიონმა" 4-4 გოლი გაუტანა, "არლს" - 5. იქიდან გამომდინარე, რომ "ლილთან" სხვაობა სულ რაღაც 4 ქულაა, ბურთების სხვაობამ ჩემპიონატის ბოლოს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს.
"რენის" საყრდენი ნახევარმცველი იან მვილა, ვინც ლორან ბლანმა საფრანგეთის ნაკრებში ლუქსემბურთან (შესარჩევი) და ხორვატიასთან (ამხანაგური) მატჩებისთვის იხმო, იმედიანადაა განწყობილი და აცხადებს: "ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგი იქნება, რადგან სეზონის დაწყებიდან აქამდე ცხრილში მუდამ "ლიონზე" წინ ვიყავით და ჩვენი მიზანია, ასეც დარჩეს". მოგეხსენებათ, 27-ე ტურში "რენმა" "მარსელთან" საშინაო მატჩი დათმო. ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებისთვის ეს იყო პირველი მარცხი ლიგა 1-ის ლიდერთა წარმომადგენლებთან მატჩებში. სტუმართა თავდამსხმელი ვიქტორ მონტანო "ლიონს" განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე მყოფი შეუტევს, რადგან კოლუმბიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. თუმცა ერთიცაა, კოლუმბიელს ზურგზე იმაზე მეტი ტვირთის წამოკიდება მოუწევს, ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან გუნდს ჟირეს კემბო-ეკოკო და აბდულრაზაკ ბუკარი აკლია. თავის მხრივ, კლოდ პიუელი ტრავმირებულ მიშელ ბასტოსს ვერ დაიხმარს. მინდორზე დასაბრუნებლად ემზადება ედერსონი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.
ლიგა 1 ხვალ საღამოს თავისი "ნაციონალური დერბისთვის" ემზადება. მარსელის "ველოდრომზე" ერთმანეთს "ოლიმპიკი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუხვდება. "ლიონისა" არ იყოს, შუა კვირაში ევროთასებზე ორივე გუნდმა მარცხი იწვნია და ასპარეზს გამოეთიშა. შესაბამისად, დიდიე დეშამისა და ანტუან კამბუარეს შეგირდებს გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია მართებთ. აღნიშნული კლუბების დაპირისპირებას განსაკუთრებული ხიბლი 80-იანების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში მიეცა. ისინი არამხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით იყვნენ საუკეთესოები, არამედ ევროპაშიც გრგვინავდნენ, რისი დასტურიც იყო 1993 წელს "მარსელის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და 3 წლის შემდეგ პარიზელთა ტრიუმფი თასების მფლობელთა თასზე. ჩემპიონთა ლიგაში ზღვისპირელთა იმედებს "ცივი წყალი გადაავლო" "მანიუს" მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა. აი, რას ამბობს ყოველივე ამის შესახებ ლუჩო გონსალესი: "შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. "ოლდ ტრეფორდზე" 4-5 აშკარა საგოლე მომენტის გამოუყენებლობას არავინ გვაპატიებდა. ისღა დაგვრჩენია, კონცენტრირებული ძალები ჩემპიონატისკენ მივმართოთ და სეზონის უმთავრეს მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ ჩემპიონობის შენარჩუნება გვინდა. პსჟ-თან დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა და სასწორზეც ძალიან ბევრი რამ დევს. თუმცა ჩვენ დიდი ხანია მივეჩვიეთ დიდი მატჩების ფსიქოლოგიურ წნეხს. ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიგოთ".
გარდა იმისა, რომ "მარსელს" დასვენებისთვის სტუმრებზე 24 საათით მეტი აქვს, პარიზელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კამბუარეს გუნდს უკვე 4 თამაშია არ მოუგია. პრესაში უკვე დაირხა ხმები, რომ გუნდში განხეთქილებაა. ისიც კი ითქვა, რომ გასახდელში ფეხბურთელებს შორის გარკვეული კონფლიქტიც კი მოხდა. ყოველივეს მიუხედავად პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურად არის განწყობილი: "გრძნობათა ტყვეობაში ვარ... ერთი მხრივ, ვწუხვარ, რომ წავაგეთ და ევროპის ლიგას დავემშვიდობეთ, მეორე მხრივ, ვამაყობ, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ დავინახე მათი განსაკუთრებული ხასიათი და განსაკუთრებული დამოკიდებულება თამაშის მიმართ. ჩვენ "მარსელის" წინააღმდეგ ათმაგად მოტივირებულნი ვიქნებით. ნამდვილად შეგვიძლია ქულის აღება და არც მოგებაა წარმოუდგენელი. ამისთვის, პირველ რიგში, ძალების აღდგენა გვჭირდება".
აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს ერთი სერიოზული დანაკლისი აქვს - "ბენფიკასთან" ჯერ კიდევ ლისაბონში ტრავმირებული პეგი ლუინდულა სათამაშოდ ჯერ კიდევ არ არის მზად.
ლევან ბიბილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული