დიდიე დეშამი: ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ წინაა

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში "პსჟ"-ს (2:1) დამარცხების შემდეგ ამ შედეგის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თავისი გუნდის შანსებზე საუბრისას დეშამმა აღნიშნა, რომ მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. შეგახსენებთ, "მარსელი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ლილს" 4 ქულით ჩამორჩება.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა "ლილი" კვლავინდებურად ფავორიტად რჩება. მიმაჩნია, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა ჩემპიონატი მოიგოს. მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "ლილის" დაწევის შანსი გვაქვს", - თქვა დიდიე დეშამმა.





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული