ბეჭდაუდებელი პარკ დე პრენსის ამბავი

AutoSharing Option

ლანსი-ბრესტი 21:00
ნიცა-მონაკო 21:00
რენი-ლორიანი 21:00
სტ. ეტიენი-ნანსი 21:00
სოშო-კაენი 21:00
ტულუზი-ოსერი 21:00
ლილი-ბორდო 23:00
ხვალ:
არლი-ვალანსიენი 19:00
მონპელიე-მარსელი 19:00
პსჟ-ლიონი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 30 16 10 4 52-29 58
2. მარსელი 30 15 10 5 44-26 55
3. ლიონი 30 14 11 5 52-28 53
4. რენი 30 14 9 7 32-23 51
5. პსჟ 30 13 10 7 44-31 49
6. მონპელიე 30 11 10 9 26-31 43
7. სტ ეტიენი 30 10 11 9 38-36 41
8. ბორდო 30 9 13 8 37-34 40
9. ლორიანი 30 10 10 10 36-35 40
10. სოშო 30 11 6 13 43-37 39
11. ბრესტი 30 10 8 12 31-34 38
12. ტულუზი 30 11 5 14 31-33 38
13. ნანსი 30 10 7 13 31-42 37
14. ნიცა 30 8 12 10 22-31 36
15. ვალანსიენი 30 7 14 9 35-33 35
16. მონაკო 30 7 14 9 29-29 35
17. კაენი 30 9 8 13 33-43 35
18. ოსერი 30 6 16 8 34-36 34
19. ლანსი 30 6 10 14 28-46 28
20. არლი 30 1 10 19 16-57 13

კვირა საღამოს “პარკ დე პრენსზე” გუნდები ლამის უკანასკნელი იმედებით აღვსილნი გავლენ. ბოლო იმედის სიკვდილი კი, მოგეხსენებათ, მტკივნეულია. მასპინძლებს უნდათ სამეულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნონ, სტუმრები კი უკვე
იქ არიან და ადგილი არ ეთმობათ. ანტუან კომბუარე ამ შეხვედრას თავიდანვე იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ 30-ე ტურში გამარჯვების შემდეგ შეგირდებს ორდღიანი დასვენება გამოუწერა. ლიონელთა მოგებისკენ სწრაფვას ორი ფაქტორი აძლიერებს, პირველი ის, რომ მათი უშუალო მდევარი “რენი” დღეს “ლორიანს” მასპინძლობს და წაგებების სერიის შემდეგ საკუთარი ფანების თვალში რეაბილიტაციას 3 ქულით გეგმავს. ასეთ დროს კი ფეხის გადაბრუნება გუნდისთვის ფსიქოლოგიური წონასწორობის დაკარგვის საფრთხეს შეიცავს. და რაც მთავარია, პარიზში მოგების შემთხვევაში ეს იქნება ძლიერი სიგნალი ორივე კონკურენტისთვის. შეიძლება ეს ერთგვარ ნოკაუტადაც კი იქცეს
დედაქალაქელებისთვის, ხოლო “რენის” ფეხბურთელებისთვის - სერიოზული ფსიქოლოგიურ დარტყმად.
თუმცა მთლად ასე იოლად საქმე რომ არ გამოვა, კლოდ პიუელმა მშვენივრად იცის. “პარკ დე პრენსი” წელს ძალზე არასტუმართმოყვარე არენაა. პსჟ-მ იქ 15 მატჩი გამართა და ჯერ არ წაუგია. ანტუან კომბუარეს შეგირდებმა 30-ე ტურში ყველა ტურნირზე ერთად აღებული 6-მატჩიანი (მათ შორის 4 ლიგა 1-ში) მოუგებელი სერია კლემან შანტომის ფანტასტიკური გოლით “კაენთან” შეწყვიტეს (2:1). რამაც მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის იმედები ხელახლა გააღვივა. “ჩემპიონატში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ დიდი შვება იყო 3 ქულის აღება. “კაენი” თავს მონდომებით იცავდა, მაგრამ ჩვენ მაინც ეფექტურად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით დაცვაში,” – მოკლედ ასე შეაფასა მატჩის მიმდინარეობა მწვრთნელმა. წინა ტურში პსჟ-ს რიგებში პირველი გოლის ავტორმა (შანტომის გოლზე ნაკლებ ეფექტური იყო, მაგრამ ასევე ძალიან ლამაზი) კრისტოფ ჟალემ კი განაცხადა რომ “კაენთან” გამარჯვებამ მას “ლიონთან” მატჩისთვის მეტი მოტივაცია შესძინა. “ლანსთან” პირველ ტაიმში კარგად გამოვუყურებოდით, მაგრამ რაღაც შტრიხი ჩვენს თამაშს მაინც აკლდა. მერე მოხდა სასწაული და ჩვენი თამაში ვიპოვეთ. მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მეტოქე ბურთის გარეშე დავტოვეთ და ამით ფიზიკურად დავღალეთ. ვალდებულნი ვიყავით მეტი გაგვეტანა და ყოველ დარჩენილ თამაშში ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი შევაგდოთ. სეზონის დასასრულს ხომ ცხრილში ბურთების ბალანსმა შეიძლება ბევრი რამ გადაწყვიტოს,” – განაცხადა პიუელმა.

გუნდებს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავთ. კლოდ პიუელს ექიმებმა პარიზში ბაფეტიმბი გომისის წაყვანისა და სრულად დატვირთვის ნება მისცეს, რაც შეუძლებელია “ლიონის” დამრიგებელს არ ახარებდეს, ამით ხომ მას თავდასხმაში როტაციის საშუალებას მიეცემა.

“ლილის” ყოველი ასპარეზობა უკვე ისტორიულია, რადგან ისინი დიად ზღვართან დგანან. გუნდის საჩემპიონო ამბიციების დაკმაყოფილება-არ დაკმაყოფილება მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. ქალაქი ლილი ამ დღეს უკვე 57 წელია ელის. ყოველ ფეხბურთელს ესმის ეს და ბუნებრივია, მათზე ეს წნეხი მოქმედებს. რუდი გარსიამ შეგირდებს მოუწოდა, რომ მკაცრად ეკონტროლებინათ თავიანთი ყოველი ნაბიჯი, რათა შაბათის დაპირისპირებისთვის მეტი ძალები შერჩენოდათ. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ “ბორდო” წელს ძალზე არასტაბილურად გამოიყურება, უსახურ და მოსაწყენ თამაშს აჩვენებს, ერთი რამ ფაქტია, ჟან ტიგანას შეგირდები მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. “ლილმა” კონცენტრაცია ვერ მოახერხაო, ვერავინ იტყვის, მაგრამ სწორედ უსახურად მოთამაშე, მაგრამ “ბორდოზე” არანაკლები ტრადიციების “მონაკომ” ჩემპიონობის პრეტენდენტებს 3 ქულა აართვა. გარსიას მშვენივრად ესმის, რომ მისი შეგირდები დღემდე არნახული წნეხის ქვეშ არიან. სწორედ ამიტომ მოუწოდებს ის თავის ფეხბურთელებს კონცენტრაციისკენ: “ბორდოს” წინააღმდეგ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ფავორიტებმა. ვიცი და ფეხბურთელებიც გავაფრთხილე, რომ თუკი ჩვენს თამაშს ვიპოვით, სტუმრებმა ერთადერთი რაც შეიძლება დაგვიპირისპირონ, უხეშობა იქნება. მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გვაიძულებს, რომ ჩვენს სტილს ვუღალატოთ და ვერც ჩვენს გამბედაობას დააკლებს რამეს. “მონაკოსთან” ჩვენებურად შემართულებმა ალბათ ბოლო 15-20 წუთი თუ ვითამაშეთ, რაც საკმარისი არ გამოდგა”.

ლილში გამგზავრების წინ ტიგანას ჟურნალისტები შეკითხვებს ისევ და ისევ “ბორდოში” შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით უსვამდნენ. “მესმის, რომ ეს თემა გაინტერესებთ, ლოგიკურია, რომ ჩემთან ძალიან ბევრი შეკითხვა დაგიგროვდათ, იქნებ რამდენიმე შეკითხვა ფეხბურთელებთანაც გაგიჩნდეთ. “ბორდოში” სერიოზული მენტალური პრობლემები დგას და მხოლოდ მე ამის წამალი არ გამაჩნია,” – თქვა მან. როგორც ხედავთ, ჟირონდელთა ბანაკში სიტუაცია სასურველისგან შორს დგას.
ლევან ბიბილაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული