რაც შეეხება რენე ჟირარის კრებულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლიგის თასის ფინალამდე მიაღწიეს, მთელი სეზონია რჩება შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელმა ვერა და ვერ შეკრა ახალი და ძლიერი ერთიანი გუნდი. თუმცა აშკარაა, რომ “მონპელიეს” შეუძლია მომატება და ჟირარს, როგორც მწვრთნელს, ამის
მატჩის რეპორტაჟი რეჟისორებმა ტრიბუნებზე შეკრებილი ცნობილი სახეებით დაიწყეს. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ლორან ბლანი. შეხვედრა ორი უსიამოვნო ეპიზოდით დაიწყო. პიერ-ანდრე ჟინიაკს სტამბულიმ უხეშად მისცხო ფეხი. მარსელელი გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით შეძლო მატჩის გაგრძელება. აი, მე-8 წუთზე კი რაც სტეფან მბიას დაემართა, ნამდვილად არავის ბრალი არ იყო. ის თავად ხისტად ეთამაშა მეტოქეს და საზარდული დაიზიანა. მინდორზე შარლ კაბორე შემოვიდა. პირველი სახიფათო მომენტი ლუჩო გონსალესმა 17-ე წუთზე შექმნა. მის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმას მეკარე აღუდგა წინ. “მონპელიემ” ამას საიჰის ახლოდან დარტყმულით უპასუხა.
პირველი ტაიმის შუაწელს აშკარად გამოიკვეთა “მარსელის” უპირატესობა. თუმცა “მონპელიე” დაცვაში მყარად იდგა. ლორან პიონიეს საჯარიმოში შეღწევა არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. თანაც ისინი ხანდახან ხისტად კი არა, ხანდახან ძალიან უხეშად თამაშობდნენ. რატომ არ ერეოდა მსაჯი ენტონი გოტიე რიგ შემთხვევებში, ლოგიკურად ძნელი ასახსნელია.
32-ე წუთზე “მარსელმა” კიდევ ერთი ხიფათი შექმნა, მაგრამ ვალბუენას ახლოდან დარტყმული ძელს მოხვდა. კარგად გაისარჯა პიონიე მე-2 ტაიმის საწყის წუთებზეც, როცა ანდრე აიუს თავური ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. კვანძი მე-80-ე წუთზე გაიხსნა. შეირუმ გარი ბოკალის უხეში თამაშის გამო დადებული საჯარიმო დაახლოებით 40 მეტრიდან საჯარიმოში ჩაკიდა. პიონიემ ბურთი მუშტებით მოიგერია. ის პირდაპირ ტაიე ტაივოს მიუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის წინ 7 ან 8 ფეხბურთელი იდგა, მან დაუფიქრებლად დაარტყა და გაიტანა.
აი, რა განაცხადა მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა: “შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გამბედავი ხასიათის გამოვლენა და ამით გულშემატკივარს დაუვიწყარი საჩუქარი გავუკეთეთ”.
მარსელი-მონპელიე 1:0
მარსელი: მანდანდა - ფანი, დიავარა, ჰაინცე, ტაივო, მბია (კაბორე 9), შეირუ, გონსალესი (აბრიელი 85), ვალბუენა (ჟ. აიუ 90), ა. აიუ, ჟინიაკი
მონპელიე: პიონიე - ბოკალი, სტამბული, იანგამბივა, ჟენშამი, საიჰი, მარვო (კოიტა 89), პიტო (კაბზე 73), ბელჰანდა, კამარა (დერნი 83) ჟირუ
გოლი: 1:0 ტაივო (80)