ბლანსა და სფფ-ს ბრალს სდებენ

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა “მედიაპარტმა” საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ლორან ბლანის წინააღმდეგ სკანდალი ააგორა, რომელსაც უკვე გამოეხმაურნენ უეფასა და ფიფას ჩინოვნიკებიც კი.

როგორც გაზეთი იუწყება, ფედერაციის აღმასკომმა 2010 წლის ბოლოს სწორედ ბლანის მოთხოვნით გაუგზავნა საფეხბურთო სკოლებს თხოვნა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე არაბული წარმოშობისა და შავკანიანი მოთამაშეები მათთან მოვარჯიშე ბავშვების მხოლოდ 30%-ს უნდა შეადგენდნენ. გამოცემა ამტკიცებს, რომ ფედერაცია შეწუხებულია იმით, რომ საფეხბურთო სკოლებში ძალიან ცოტა თეთრკანიანი ბავშვი დადის და ამ სიტუაციის “გამოსწორება” ხელოვნურად გადაწყვიტეს.

“ფრანს პრესის” ჟურნალისტებმა ბუნებრივია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და ოფიციალური
კომენტარის ჩაწერა მოისურვა.

“ლორან ბლანი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მეტიც, მისი თქმით, მას მსგავსი პროექტის შესახებ არც კი სმენია რამე და რაც მთავარია, მსგავსი სულისკვეთება მთლიანად ეწინააღმდეგება მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. ლორანი ყოველგვარი რასობრივი დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის მოსისხლე მტერია და ბუნებრივია, არასოდეს დათანხმდებოდა მსგავს იდეას. მუსიე ბლანი აღშფოთებულია, რომ ის მსგავს სიბინძურეში დაადანაშაულეს. მან მხოლოდ ერთი რამ გააკეთა - ფეხბურთის ფედერაციის წინაშე წამოწია საკითხი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელების შესახებ. ლაპარაკია ტენდენციაზე, როცა ფეხბურთელი, მაგალითად, 3 წელი გადის მზადებას ჩვენს სანაკრებო ბაზებზე, შემდეგ კი სათამაშოდ ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება.

აღნიშნული თემის წამოწევას ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანში არ უნდა გაეჩინა საბაბი, დაეწერა სტატია მყვირალა სათაურით “ნაკრებში ძალიან ბევრი შავკანიანი ფეხბურთელია”. მსგავსი მიდგომა უბრალოდ წარმოუდგენელია,” – განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს საფრანგეთის ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ფილიპ ტურნონმა.

სკანდალს გამოეხმაურა გაზეთი “ეკიპიც” - ის საფრანგეთის სპორტის მინისტრ შანტალ ჟუანოს დაუკავშირდა. მთავრობის წევრმა მოუწოდა ფეხბურთის ფედერაციას, დაუყოვნებელი რეაგირება მიახდინოს ასეთ მძიმე ბრალდებაზე და დაიწყოს შიდა გამოძიება, ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავსი იდეების დანერგვის მცდელობას ფედერაციის მაღალჩინოსნების მხრიდან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სამწუხაროა ამის ყურება თუ რას უშვება ბელარუსის მკვეთრად მეორე გუნდი ჩვენი დინამოს გამომგდებ სტრედას. ბატე, რომ ყოფილიყო კიდევ ხო... ეს არის სურათი თუ სად ვართ და სამწუხარო რეალობა
Levani
22:08 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული