ჩვენი გაზეთის მკითხველს დეტალებს აღარ შევახსენებთ, უბრალოდ ყოველივეზე იმ ფეხბურთელის მოსაზრებას გაგაცნობთ, რომლის ღვაწლი ბოლო ოცწლეულის ფრანგულ ფეხბურთში განუზომელია. “მე შოკში ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებად მოვიდოდნენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტერმინებით ილაპარაკებდნენ. ლორან ბლანთან შესანიშნავი ურთიერთობები მაკავშირებს და არ მინდა დავიჯერო, რომ ის შეიძლება რასისტი იყოს, მაგრამ... ის ფრაზები, რაც წავიკითხე ძალიან მაკვირვებს. მეტსაც გეტყვით, ჩემთვის ეს სკანდალის ტოლფასია. ვიმეორებ, შოკში ვარ. არანაირი მნიშვნელობა არ
ყოფილი თანაგუნდელის მიმართ ასეთი რადიკალური ზომების გატარებას არ ემხრობა საფრანგეთის დიდი ნაკრების კიდევ ერთი ვარსკვლავი ბიქსან ლიზარაზუ. ბლანმა ბოდიში კი მოიხადა საზოგადოების წინაშე, მაგრამ დღემდე ამტკიცებს, რომ მას აზრადაც არ მოსვლია რასისტული იდეების მხარდაჭერა. მძიმე ჟამს ლიზარაზუ მეგობარს პრესის ფურცლებიდან გამოეხმაურა და მხარდაჭერა აღუთქვა. “თუკი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონ გუნდში რამე უთანხმოება ხდებოდა, ამაში ეთნიკური კუთვნილება და კანის ფერი არაფერ შუაში იყო. უთანხმოება და კამათი კი დეტალებზე ყველგან და ყოველთვის ხდება. ვიცი ერთი რამ, ლორანი კვოტების შემოღების იდეას არ ეთანხმებოდა და მე ვაცხადებ, რომ სწორედ ამიტომ შეუძლია გვერდით მიგულოს. თუკი ამ გაუგებრობის გამო ბლანს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მან საფრანგეთის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ დიდი საქმე გააკეთა და შუა გზაზე მისი ჩამოცილება ლოგიკური არ იქნება,” – განუცხადა ლიზამ “ფრანს პრესს”.
აქვე გეტყვით მსოფლიოს ჩემპიონთა გუნდში მომხდარ რომელ ინციდენტზე აქვს ლაპარაკი ლიზარაზუს: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლილიან ტურამმა მსოფლიოს თასთან ერთად ერთი ფოტოს გადაღება მოინდომა... მხოლოდ შავკანიანი ფეხბურთელების გარემოცვაში, რამაც კრისტოფ დიუგარისა და ტურამს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვია.