ლილი: ლანდრო, დებუში, ბერია, რამი, შეჯუ, მავუბა, კაბაიე, ჰაზარდი (90. დუმონტი), გუიე (62. ტულიო), ჟერვინიო, სოვი (79. ობრანიაკი).
პსჟ: კუპე, ზ. კამარა, ტიენე, სეარა, სახო, მაკელელე (47. კლემანი), ბოდმერი (70. მევლუთი), ნენე, შანტომი, ჟიული (90. ს. ტრაორე), ოარო.
გოლი: 1:0 ობრანიაკი (89)
საფრანგეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ლილმა” თასის ფინალშიც დაამტკიცა, რომ ლიგა 1-ის სათავეში კანონზომიერადაა მოქცეული. რუდი გარსიას გუნდმა დუბლისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. არ გამართლდა სკეპტიკოსთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საჩემპიონო რბოლაში ჩაბმულ “ლილს” თასის მოსაპოვებლად ძალები არ ეყოფოდა.
შეტევის მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა მან პირდაპირ კარში გაუშვა. არადა, ბურთის ტრაექტორია ისეთი იყო, ზოგს ჩაწოდება ეგონა, ზოგმაც მიიჩნია, რომ ბურთი კარს ცდებოდა. დაიბნა მეკარე გრეგორი კუპეც, რომელმაც კარი “დაკარგა” და გოლი ისე გაუშვა, ხელი არ გაუნძრევია.
“ლილს” ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლო, როცა გოლიდან ერთ წუთში კუპემ საკუთარ საჯარიმოში ჟერვინიო მოცელა. პარიზელთა კიპერმა შეცდომა გამოასწორა და მატიო დებუშის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
თასს მარსელის საჩუქარი მოჰყვა
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVI ტური
არლი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 ჟილა (20)
კაენი-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ჰამუმა (27), 2:0 კ. ტრაორე (69)
მონაკო-ლანსი 1:1
გოლები: 1:0 მუკანჯო (14), 1:1 ვარანი (90)
ნანსი-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 ი. ჰაჯი (34), 2:0 ბერენგერი (76), 3:0 ბ. ტრაორე (86)
გაძევება: სიველი (67. ნიცა)
სენტ ეტიენი-რენი 1:2
გოლები: 0:1 მონტანო (11), 1:1 საკო (28), 1:2 ლეროი (43)
ვალანსიენი-ოსერი 1:1
გოლები: 1:0 კადირი (80), 1:1 იუნგი (87)
ლორიანი-მარსელი 2:2
გოლები: 0:1 რემი (14), 1:1 ლ. კონე (47), 2:1 გამეირო (79), 2:2 ჟინიაკი (88)
თასის ფინალმა ტურის ორი მატჩი ოთხშაბათისთვის გადადო, ერთი შეხვედრაც დღეს გაიმართება და შესაბამისად, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატში არასრული ტური ჩატარდა. “მარსელისა” და “რენის” გამოკლებით, მაღალი ეშელონების გუნდებიდან ყველა ისვენებდა და შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მატჩი ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუმცა გუშინ გვიან საღამოს ისეთი ამბავი მოხდა, რომლის წყალობითაც საფრანგეთის ჩემპიონის სულ მალე შეიძლება შევიტყოთ.
ყველაზე საინტერესო ის იყო, მოახერხებდა თუ არა “მარსელი” მცირე საჩემპიონო შანსების შენარჩუნებას. საამისოდ დიდიე დეშამის გუნდს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ მოვლენები იმგვარად წარიმართა, სტუმრებს ფრეც სანატრელი გაუხდათ. ბოლო დროს არასტაბილურად ათამაშებულმა “მარსელმა” გუშინ მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო, რითაც ჩემპიონობის ისეთი მიზერული შანსი დარჩა, ალბათ, ამ გუნდის წევრები ოქროს მედლებზე ოცნებას გუშინვე შეეშვნენ.
“არლმა”, რომელიც საფრანგეთის მთავარი ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და ეს ამბავი მისმა ქომაგებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
“მონაკოსთვის” მატჩის მიწურულს “ლანსისგან” მიღებული ბურთი შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. მონეგასკები ამ დაკარგული ქულების გამოისობით გასავარდნ ზონაში აღმოჩდნენ და იქიდან ამოსასვლელად დიდი ბრძოლა დასჭირდებათ. “ლანსს” კი ამ გოლმა ვერაფერი უშველა და შაბათს ლიგა 1-ში დარჩენის ყოველგვარი შანსი დაკარგა.
ვინ იქნება მესამე უიღბლო, ამის განჭვრეტა წარმოუდგენელია. გადახედეთ ცხრილის ქვედა ნაწილს და თავად ნახავთ, რამდენ გუნდს ემუქრება დაქვეითების საფრთხე.
1. ლილი 35 19 12 4 62-32 69
2. მარსელი 36 18 12 6 58-35 66
3. ლიონი 35 16 11 8 58-39 59
4. პსჟ 35 15 13 7 53-37 58
5. რენი 36 15 11 10 36-30 56
6. სოშო 35 15 7 13 55-40 52
7. ლორიანი 36 12 13 11 45-44 49
8. სენტ ეტიენი 36 12 12 12 44-44 48
9. მონპელიე 36 12 11 13 32-40 47
10. ოსერი 36 9 19 8 43-39 46
11. ბორდო 35 10 15 10 40-40 45
12. ვალანსიენი 36 9 17 10 41-38 44
13. ტულუზი 36 12 8 16 34-36 44
14. კაენი 36 11 11 14 44-49 44
15. ნიცა 36 10 13 13 30-46 43
16. ბრესტი 35 10 12 13 34-40 42
17. ნანსი 36 11 9 16 37-48 42
18. მონაკო 36 8 17 11 35-38 41
19. ლანსი 36 7 14 15 35-53 35
20. არლი 36 2 11 23 19-67 17
16.05: ბრესტი-ლიონი
18.05: ბორდო-პსჟ, ლილი-სოშო
შემდეგი ტური
21.05: ოსერი-ბრესტი, ლანსი-არლი, ლიონი-კაენი, მარსელი-ვალანსიენი, მონპელიე-მონაკო, ნიცა-ლორიანი, პსჟ-ლილი, რენი-ნანსი, სოშო-სენტ ეტიენი, ტულუზი-ბორდო.
ბომბარდირები
21 – სოვი (ლილი), 20 – გამეირო (ლორიანი), 17 – ელ არაბი (კაენი), 16 – ლ. ლოპესი (ლიონი).