დიდიე დეშამი : "რომა"? ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

AutoSharing Option
“მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა “ევროსპორტის” ფრანგულ განყოფილებას მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც საფრანგეთის ექსჩემპიონების ბანაკში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა. არადა, სამხრეთელთა თავს ბოლო ხანს მართლაც საინტერესო ამბები ტრიალებს.

- დიდიე, იქნებ კომენტარი მოგვცეთ იმაზე, რაზეც ბოლო დღეებში ძალიან ბევრს წერენ. შეგიძლიათ დაადასტუროთ თქვენდამი “რომას” ინტერესი?
- არა. არ შემიძლია.

- რა ხდება ამ ეტაპზე. ისიც დაიწერა, რომ თქვენ “მარსელთან” კონტრაქტის გახანგრძლივება გინდათ.
- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ფინანსური მხარე ჩემთვის გადამწყვეტი არ იქნება. ასე რომ, ჯერჯერობით რაღაცებზე ლაპარაკი ნაადრევია. არის
დეტალები, რომელშიც უნდა გავერკვე. კლუბთან კონტრაქტი მე კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ხელშეკრულების თანახმად 15 ივნისამდე არჩევანში თავისუფალი ვარ, რადგან შემდეგ უკვე მომდევნო სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ. “მარსელთან” კონტრაქტის გასაგრძელებლად იმის ცოდნა მჭირდება, რამდენად ლაღად ვიგრძნობ თავს სატრანსფერო საკითხებში, შევძლებ თუ არა სასურველი ფეხბურთელების შეძენას.

- გაბრიელ ჰაინცემ განაცხადა, რომ “ველოდრომზე” აღარ დარჩება. გული არ გწყდებათ?
- ვწუხვარ, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა. მადლობა მინდა ვუთხრა გაწეული სამუშაოსთვის, რადგან “მარსელი” ტიტულებს ყოველთვის მისი დონის ფეხბურთელების წყალობით იგებდა. ის პროფესიონალიზმისა და თავდადების კარგი მაგალითია სხვებისთვის. გაბის დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ბოლოდროინდელ წარმატებებში. მისი ღირსეული შემცვლელის ნახვა ნამდვილად გაგვიჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული