კლასნიჩი ნანტს დაშორდა

AutoSharing Option
ფრანგული "ნანტის" ხორვატი თავდამსხმელი ივან კლასნიჩი თავისუფალი აგენტი გახდა. 30 წლის კლასნიჩი, რომელიც ყველაზე კარგად ბრემენის "ვერდერში" ასპარეზობიდან უნდა გვახსოვდეს, "ნანტის" ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავდა და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ბოლოს იგი იჯარით ინგლისური "ბოლტონის" ღირსებას იცავდა და მოსალოდნელია, რომ კარიერას იქვე გააგრძელებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული