კლოდ მაკელელემ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
პსჟ-ს ნახევარმცველმა კლოდ მაკელელემ კარიერა დაასრულა, მაგრამ გადაწყვიტა კლუბში სკაუტად დარჩეს.

38 წლის მაკელელემ საფრანგეთის ნაკრებში გამოსვლა 2008 წლის ივნისში დაასრულა, 2009 წელს კი საერთოდ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გაანცხადა. თუმცა შემდე პარიზელთა წინადადებას დათანხმდა და 80 მატჩი ითამაშა.

ჰავბეკი ესპანურ კლუბებში "რეალსა" და "სელტაში" გამოსვლით იყო ცნობილი, გამოდიოდა ფრანგულ "ნანტსა" და "მარსელში", ასევე ლონდონის "ჩელსიში". არის საფრანგეთის ჩემპიონი (1995), ესპანეთის ორგზის ჩემპიონი (2001, 2003) და ინგლისის ორგზის ჩემპიონი (2005, 2006). 2002 წელს მაკელელემ მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"სამფეროვანთა"
შემადგენლობაში ნახევარმცველმა 71 თამაში ჩაატარა და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული