"მალაგამ" ტულალანი გაიფორმა

AutoSharing Option
პარასკევს "მალაგამ" ფრანგ ნახევარმცველ ჯერემი ტულალანთან, რომელიც ადრე "ლიონში" გამოდიოდა, კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა.

"დღეს დილით "მალაგა" "ლიონს" ფრანგი ნახვეარმცველის ჯერემი ტულალანის ტრანსფერის შესახებ შეუთანხმდა. ფეხბურთელი, რომელმაც პირადი ხელშეკრულების დეტალები უკვე მოაგვარა, კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და გუნდს თვის ბოლოს წარუდგენენ", - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

"მალაგა" ყატარის სამეფო ოჯახის წევრებმა 2009/2010 წლის სეზონის ბოლოს შეიძინეს. კლუბი იმ შემადგენლობას ადგენს, რომლის დახმარებითაც მომავალ სეზონში ევროთასებზე მოხვედრას გეგმავს. ტულალანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანელების მეოთხე შენაძენია, ჰოლანდიელი თავდამსხმელის რუდ
ვან ნისტელროის, მისი თანამემამულე იორის მატიისენის და ესპანელი მცველის ნაჩო მონრეალის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული