ფრანგული ტელეფული

AutoSharing Option
მარსელის “ოლიმპიკი” საფეხბურთო სეზონის ლიდერი გახდა სატელევიზიო ტელეტრანსლაციებით მიღებული ფულის დათვლის შემდეგ. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა, არც მეტი არც ნაკლები, ამ გზით 50 მილიონი ევრო მოიპოვა, - გვამცნობს პორტუგალიური ვებგვერდი Futebol finance, ვინც მხოლოდ ამ სახის ინფორმაციის გავრცელებაზე სპეციალიზდება.

სულ ფრანგულმა კლუბებმა ტელეკომპანიების წყალობით 517 მილიონ 880 ათასი ევრო გამოიმუშავეს. რაზეა დამოკიდებული კლუბებისთვის გადასახდელი თანხა ლიგა 1-ში და რატომ გახდა ყველაზე შემოსავლიანი “მარსელი” და არა “ლილი”? ქვემოთ სწორედ ამ ფაქტორებზე ვიმსჯელებთ:

1. საერთო თანხის 48,9% კლუბებს შორის თანაბრად ნაწილდება. მხოლოდ ამ გზით
ლიგა 1-ის მონაწილეებს 12,6 მილიონი ერგოთ.

2. შედეგების მიხედვით ნაწილდება 24,4%. ანუ სეზონის ბოლოს რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს გუნდი, მით მეტი თანხა შეხვდება მას. ბუნებრივია, ამ პრინციპიდან გამომდინარე კლუბებს შორის ლიდერი “ლილი” გახა - 18,2 მილიონი. ამასთან მუშაობს ერთი პრინციპი: რახან თანხები სეზონის ბოლოს ნაწილდება, ლიგიდან გავარდნილი გუნდები ამ პუნქტის მიხედვით კუთვნილ თანხას ვერ მიიღებენ.

3. თანხის 5% ნაწილდება კლუბების ბოლო ხუთი წლის შედეგების მიხედვით. მხედველობაში მიიღება ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ქულების საშუალო არითმეტიკული. ამ მხრივ საუკეთესო “ლიონია”, მან 3,6 მილიონი ევრო მიიღო.

4. საერთო ბიუჯეტის 21,7% ნაწილდება იმის გათვალისწინებით, ვისი რამდენი შეხვედრა გადაიცა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. ამ მხრივაც ლიდერი “მარსელი” გახდა, ვისაც საერთო კალათიდან 18,2 მილიონი გადაეცა.

ახლა კი სრულად გთავაზობთ ცხრილს, ვის რა თანხა შეხვდა წლის განმავლობაში.

1. ლილი 42 525 142 ევრო
2. მარსელი 49 963 605
3. ლიონი 45 872 275
4. პსჟ 39 059 127
5. სოშო 25 748 537
6. რენი 30 657 645
7. ბორდო 33 984 863
8. ტულუზი 27 744 021
9. ოსერი 23 316 552
10. სენტ ეტიენი 26 384 879
11. ლორიანი 19 018 052
12. ვალანსიენი 18 406 288
13. ნანსი 19 661 456
14. მონპელიე 17 606 218
15. კანი 16 604 175
16. ბრესტი 16 054 793
17. ნიცა 17 558 672
18. მონაკო 17 571 681
19. ლანსი 19 415 905
20. არლი 13 703 955

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული