"ლიონმა" პიუელი გაუშვა

AutoSharing Option
“ლიონმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლოდ პიუელი მომავალი სეზონიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

მხარეთა შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდიოდა, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით ის უკვე შეწყდა. ფრანგული პრესის ცნობით, მწვრთნელი კლუბისგან კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მუსიე პიუელი “ლიონში” 2008 წლიდან მუშაობდა და ამ 3 სეზონის განმავლობაში ოქროს ვერაფრით შესწვდა. 2009 და 2011 წლებში მისი გუნდი მესამე იყო, 2010-ში კი მე-2.

ინფორმაცია ჯერ კიდევ “ცხელ-ცხელი” იყო, როცა ესპანურმა ვებგვერდებმა დაწერეს, შესაძლოა, პიუელი ბილბაოს “ატლეტიკში” დაინიშნოსო.
ბასკური კლუბის
პრეზიდენტმა ფერნანდო გარსია მაკუამ ეს ხმები კატეგორიულად უარყო. მას წინ კლუბის პრეზიდენტის არჩევნები აქვს და ამბობს, რომ თავისი სიტყვის ერთგული დარჩება: “დაიწერა, რომ მე შეიძლება აქცენტი პიუელზე გავაკეთო, მაგრამ არაფერს მსგავსს მე არ ვგეგმავ. ნადვილად ვიცი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ატლეტიკს” ისევ ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს”.

მარსელი და მორელი
“მარსელმა” კვალიფიციური მარცხენა მცველი დიდხანს ეძება და ბოლოს მიაგნო. ვიცე-ჩემპიონმა “ლორიანის” 27 წლის კაპიტანი ჟერემი მორელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჟერემი 2002 წლიდან ამ კლუბში ირიცხებოდა, სადაც 214 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ამრიგად “ლორიანმა” უკვე მესამე ფეხბურთელი დაკარგა, პირველმა კლუბი მორგან ამალფიტანომ დატოვა და მანაც სწორედ “ველოდრომს” მიაშურა, შემდეგ კევინ გამეირომ “პარი სენ-ჟერმენის” მაისურა მოირგო, ახლა კი მათ გზას მორელიც დაადგა. ფეხბურთელის განცხადებით “ლორიანიდან” წასვლის სურვილი იმითი იყო განპირორებული, რომ მას თავისი ამბიციების დამტკიცება სურდა, “მარსელმა” კი მას ამის შანსი მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული