ბლანმა მუნდიალის "გმირები" არ გამოიძახა

AutoSharing Option

საფრანგეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ნორვეგიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არაა მუნდიალის მონაწილე თუნდაც ერთი წევრი. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამხრეთ აფრიკაში მონაწილე 23-ივე ფეხბურთელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სამაგიეროდ, ბლანის გუნდშია "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც მუნდიალზე არ წაიყვანეს.

სწორედ ამის გამო ბლანის სიაში ძალიან ბევრია სავარაუდო დებიუტანტი. ის კი არა დაცვაში მხოლოდ ორი ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც საფრანგეთის ნაკრებში ადრე უთამაშიათ. არც გამოძახებულ მეკარეთაგან რომელიმეს მოურგია აქამდე ეროვნული ნაკრების მაისურა.

საფრანგეთის ნაკრები
მეკარეები: ნიკოლა დუშე

(რენი), სტეფან რუფიე (მონაკო).
მბცველები: ალი სისოხო (ლიონი), მატიო დებიუში (ლილი), როდ ფანი (რენი), ფილიპ მექსე (რომა), ადილ რამი (ლილი), მამადუ სახო (პსჟ), ბენუა ტრემულინასი (ბორდო).
ნახევარმცველები: იოან კაბაიე (ლილი), ლასანა დიარა (რეალი), ბლაიზ მატუიდი (სენტ ეტიენი), იან მვილა (რენი), შარლ ნზოგბია (უიგანი), სამირ ნასრი (არსენალი), მუსა სისოკო (ტულუზი).
თავდამსხმელები: ჰატემ ბენ არფა (მარსელი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ჯიმი ბრიანი (ლიონი), გილემ ოარო (პსჟ), ჟერემი მენეზი (რომა), ლოიკ რემი (ნიცა).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული