უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში “ძაღლებმა” რამდენიმე ახალი ფეხბურთელის შეძენის შესახებ გააკეთეს ოფიციალური განცხადებები. გუშინწინ კლუბმა გულშემატკივრებს “მონაკოდან” პარკ ჩუ იანგის შეძენა ახარა. პირველი, ვინც ეს ამბავი საზოგადოებას ამცნო, ფეხბურთელის აგენტი იყო. ამის შემდეგ ინფორმაცია კლუბის წარმომად¬გენ¬ლე¬ბ¬მ¬აც დაადასტურეს. ფეხბურთელის ღირებულებაზე არავინ ლაპარაკობს, თუმცა იქამდე ცნობილი იყო, რომ მონეგასკები 25 წლის შემტევში 8 მილიონ ევროს ითხოვდნენ. უცნობია, დათანხმდა თუ არა
დავიდ როზენალს რომ ახალწვეული ვუწოდოთ, ამისთვის ენა არ მოგვიბრუნდება, შარშანდელი სეზონი 31 წლის მცველმა “ძაღლების” შემადგენლობაში გაატარა, მაგრამ მაშინ ის იჯარით გახლდათ მივლენილი. მართალია, ტრავმების გამო სულ 13 თამაში ჩაატარა, მაგრამ გუნდს უკვე შეჩვეულია და დებიუტანტად ვეღარ ჩაითვლება. "პარი სენ-ჟერმენის”, “ლაციოს”, “ნიუკასლისა” და “ჰამბურგის” ყოფილმა მოთამაშემ კლუბთან ახლა სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. “ეს მშვენიერი ინფორმაცია იყო პირადად ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც. ლილში მშვენივრად ვგრძნობთ თავს,” - განაცხადა კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვეტერანმა ჩეხმა.
3-წლიანი კონტრაქტით დაუკავშირა თავისი ბედი კლუბს ნიგერიელმა მეკარემ, 28 წლის ვენსან ენიემამ. ის 2007 წლიდან თელ-ავივის “ჰაპოელში” ასპარეზობდა, სადაც 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მას ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ცნობილია, რომ ებრაულმა კლუბმა ვენსანში 0,5 მილიონი ევრო მიიღო. დიდი ალბათობით, რუდი გარსია ნიგერიელს მეორე მეკარედ განიხილავს, რადგან პირველი აქამდეც ცნობილი იყო, ეს საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი მიკაელ ლანდროა. საერთო ჯამში “ლილმა” უკვე 5 ფეხბურთელი გადაიბირა – დიმიტრი პაიე, რონი როდელინი, მარკო ბაშა, დავიდ როზენალი და პარკ ჩუ იანგი.
ახლა რაც შეეხება სავარაუდო დანაკარგებს: უკვე ყველა შეეგუა, რომ ჟერვინიო “არსენალში” გადავა, ხოლო წავა თუ არა ედენ აზარი, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 20 წლის უნიჭიერეს ბელგიელს ძველ-ახალი მთხოვნელი გამოუჩნდა. მის მიმართ პსჟ-ს ინტერესეზე 1 თვის წინ გაკვრით წერდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ მიშელ სეიდუს მაგიდაზე პარიზელების ოფიციალური წინადადება უდევსო – 31 მილიონი ევრო და პლუს მევლუთ ერდინგი. “ეკიპი” კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, ვითომ ფეხბურთელს ახლობლებისთვის პირად საუბრებში უთქვამს, რომ საცხოვრებლად პარიზში გადადის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"