ახალი ფედერაცია და დომენეკი

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ნოელ გრაე აპირებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეხვდეს ნაკრების ყოფილ თავკაც რაიმონ დომენეკს, რათა მასთან განიხილოს ყველა ის პრეტენზია, რაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ.

“დიახ, მუსიე დომენეკს უახლოეს ხანებში ვესტუმრები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაცია ამით მასთან რამე გარიგებას აპირებს ან უკვე აქვს. ყველაფრის მიუხედავად, ნორმალურია, რომ მხარეთა შორის დისკუსია არ წყდება. ვიცი, რომ ის ჩვენგან 2,9 მილიონ ევროს ითხოვს და ეს მისი უფლებაა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ფეხბურთის ფედერაციის ძველმა
ხელმძღვანელობამ ის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაუშვა, რადგან მწვრთნელმა ვერაფრით მოახერხა გუნდის შიგნით სიტუაციის დალაგება. მეტიც, დომენეკი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის წინ პრაქტიკულად ყველა ლიდერთან ნაჩხუბარი იყო.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბოლო ვარჯიში ჩაიშალა და სავარჯიშო ბაზიდან გასვლის შემდეგ ფეხბურთელებმა მას დემონსტრაციულად ცხვირწინ მიუხურეს ავტობუსის კარები. ფედერაციის გადაწყვეტილება ამის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური იყო. დომენეკი კი ამას არ ეთანხმება და სასამართლოს გზით ფედერაციისგან ზემოთ ხსენებულ თანხას ითხოვს. საქმის მოსმენა 2012 წლის 13 იანვარს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული