30 მილიონი განსოში

AutoSharing Option
“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, “სანტოსს” 21 წლის ნახევარმცველ პაულო ენრიკე განსოში 30 მილიონი ევრო გადაუხადოსო, - წერს “პარიზიენი”.

თუ ტრანსფერი მართლა შედგა, პარიზელებს ფეხბურთელის გადაბირება სულ 50 მილიონი დაუჯდებათ, რადგან ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 40% მისი აგენტების ხელშია. ისინი შესაბამისად 20მილიონ ევროს მიიღებენ. ფეხბურთელი “სანტოსში” 2008 წლიდან თამაშობს, იქამდე ის საფეხბურთო კლუბ “ტუნა ლუზოს” სკოლის აკადემიაში თამაშობდა.

ამ პერიოდში განსომ კლუბში 45 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ბრაზილიური პრესის მტკიცებით, ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან ასევე “მილანი”, “ინტერი” და მახაჩყალის “ანჟი”. თუ
განსოს გადაბირება არ გამოვიდა, სათადარიგო ვარიანტად “ლურჯ-წითლები” ინგლისური “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” 22 წლის მაროკოელი ადელ ტაარაბტის კანდიდატურას განიხილავენ. ამ ვარიანტს მხარს უჭერს პარიზელთა ახლადგამომცხვარი სპორტული დირექტორი ლეონარდო.

გეტყვით იმასაც, რომ ტაარაბტის ტრანსფერის შანებს ფრანგული წყაროები ძალიან რეალურად მიიჩნევენ, მეტიც, მათი მტკიცებით, განსოსადმი ინტერესის დაფიქსირება მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი, რეალურად კი დასავლეთლონდონელებთან ისინი უკვე შეთანხმებულები არიან. გეტყვით, რომ ტაარაბტმა ინგლისის ჩემპიონშიპის ბოლო სეზონში 44 შეხვედრაში 19 გო¬ლ¬ის გარდა 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც ის დიდად დაეხმარა კლუბს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში.

ლეონარდო ვახსენეთ და არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ის ძალიან პოპულარული პერსონა გახდა ბოლო დღეებში. ბრაზილიელს დღეში ათობით ჟურნალისტი ურეკავს, რათა მისგან ინტერვიუ აიღოს. ჩინოვნიკმა უეფას ვებგვერდს შემდეგი საინტერესო რამ უთხრა: “პარიზი ალბათ ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, რომელსაც რომელსაც არ ჰყავს ძლიერი კლუბი. გასაგებია, რომ ასეა, მაგრამ ამის გამოსასწორებლად ჩვენ პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. მოხარული ვარ, რომ უკვე “პარი სენ-ჟერმენში” ვარ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული