ექიმების წინასწარი ვარაუდით, 25 წლის სამხრეთამერიკელს ფეხბურთის მიღმა ცხოვრება მინიმუმ სამი თვით მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ედერსონს ჯანმრთელობის პრობლემები შარშანაც აწუხებდა (მუხლის მყესები ჰქონდა გაწყვეტილი), რის გამოც შარშანდელი სეზონის ნახევარზე მეტი გამოტოვა. მაშინ მან ტრავმა ბრაზილიისა და აშშ-ის ნაკრებების მატჩში მიიღო.
ასევე გაურკვეველია, თუ რა ხდება “ლომების” ლიდერის
ედერსონისა და გურკუფის გარდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა “ლიონის” კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩიც. 21 წლის ბოსნიელმა ბარძაყის დაზიანება ერთ-ერთ პირველივე ვარჯიშზე მიიღო და მას მერე მინდორს აღარ გაკარებია. ექიმები ამბობენ, რომ მირალემს 2-3 კვირაში შეეძლება თამაში. შეგახსენებთ, რომ “ლიონი” ლიგა 1-ის მარათონს 6 აგვისტოს “ნიცასთან” გასვლითი შეხვედრით იწყებს.
კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარ ლაკომბმა პრესას განუცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას, თუმცა ერთი-ორი სერიოზული ფეხბურთელის გადაბირება გამორიცხული არ არისო. ერთი სატრანსფერო გეგმის შესახებ უკვე გახდა ცნობილი. ფრანგებს კიევის “დინამოდან” პაპე დიაკატეს დაბრუნება სურთ. შეგახსენებთ, რომ სენეგალელი შარშან ფრანგულ გრანდში იჯარით თამაშობდა. უკრაინელები პაპეს ტრანსფერში 6 მილიონ ევროს ითხოვენ. სავარაუდოდ გარიგება მხარეთა შორის მალე დაიდება. არც თავად აფრიკელი მცველი მალავს, რომ “ლიონში” დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. არადა იური სიომინის ხელში ის ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"